დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N1 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.105.016182 |
|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდესი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.105.016147, 18.07.2014 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება, კერძოდ: |
დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება 1. საკრებულოს წევრს თავისი უფლებამოსილების (საკრებულოს სხდომებზე დასწრება, განსახილველ საკითხებში მონაწილეობა, ამომრჩევლებთან შეხვედრა და ცალკეული დავალებების შესრულება) განხორციელებასთან დაკავშირებით შეიძლება აუნაზღაურდეს: ა) ტრანსპორტირების ხარჯები; ბ) სამივლინებო ხარჯები; გ) შიდა და საერთაშორისო სატელეფონო და სატელეგრაფო მომსახურების ხარჯები; დ) სხვა ხარჯები (ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღებისა და ა.შ). 2. საკრებულოს წევრს, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარჯი უნაზღაურდება საკრებულოს აპარატში წარმოდგენილი, მივლინებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საფუძველზე. 3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარჯების ანაზღაურების მიზნით საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), ყოველთვიურად ეძლევა თანხა, რომლის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტით;“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 12 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები