დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.170.016046 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/09/2014 - 07/09/2018)
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-40 მუხლის ,,ე“ პუნქტის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. (დანართი №1 თან ერთვის)
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისოფიციალური ვებგვერდის დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ეს დებულება ადგენს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის (ტექსტში შემდგომში - ვებგვერდი) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს;
2. ვებგვერდის დანიშნულებაა: ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, თვითმმართველობის ორგანოების, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის; ბ) უზრუნველყოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მუდმივი კავშირი ქალაქის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებს ქალაქში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. 3. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.zugdidicity.ge
|
მუხლი 2.
ვებ-გვერდის ადმინისტრირება |
1. ვებ-გვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება (ტექსტში შემდგომ - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება);
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; გ) ინფორმაციის განთავსებას; დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას ადმინისტრაციული სამსახურისათვის; ე) ვებ-გვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან. 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიმართვა ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის. |
მუხლი 3.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
|
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის მერიის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა;
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი; 3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებ-გვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით; 4. ვებგვერდის შევსების წყაროებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები; დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები; ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. 5. ვებ-გვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) მუდმივი (ყოველდღიური); ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური); გ) ერთჯერადი. |
მუხლი 4.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება |
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, იურიდიული პირები, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას აწვდიან ვებ-გვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით;
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებ-გვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. 3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია: ა) მუდმივად განახლებადის - ყოველი დღის 13.00 სთ; ბ) ყოველკვირეულის - ყოველი სამშაბათის 13.00 სთ; გ) ყოველთვიურის - ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებ-გვერდზე ხორციელდება ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის წესის" მიხედვით, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად. |
მუხლი 5.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა |
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა) მერია; ბ) საკრებულო; გ) სამართლებრივი აქტები; დ) პროაქტიული გამოქვეყნება; ე) ჩვენს შესახებ; ვ) ინფრასტრუქტურა; ზ) ბიზნესი; თ) ახალი ამბები; ი) მედია; კ) სამეურნეო განყოფილება; ლ) განათლება და მეცნიერება; მ) რელიგია; ნ) ბიუჯეტი; ო) კულტურა და სპორტი; პ) ტურიზმი; ჟ) პროგრამები და პროექტები; რ) საზოგადოება; ს) ცნობარი; ტ) ვაკანსია; უ) ფოტოარქივი; ფ) ვიდეოარქივი; ქ) კონტაქტი;
|
მუხლი 6.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
|
1. მერიის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მერიის დებულება; ბ) მერიის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები); გ) მერიის სამსახურები; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულები (პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით); ე) მერიის იურიდიული პირები; ვ) მერიის ტერიტორიული ორგანოები; 2. საკრებულო; 3. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) კანონები; ბ) კანონქვემდებარე აქტები; გ) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები; დ) დებულებები; 4. პროაქტიული გამოქვეყნება; 5. განყოფილება ,,ჩვენს შესახებ“ იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) მუნიციპალიტეტის ძირითადი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები; ბ) ისტორია; გ) მუნიციპალიტეტის რუკა; დ) სიმბოლიკა; ე) საპატიო ზუგდიდელები; ვ) დამეგობრებული ქალაქები; 6. ინფრასტრუქტურის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა; ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განაშენიანების რეგულირების გეგმა; გ) მიწის ნორმატიული ფასი; დ) სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და მშენებლობა; ე) კომუნალური საწარმოები; ვ) ტრანსპორტი; ზ) გაზმომარაგება; თ) კავშირგაბმულობის ობიექტები; 7. ბიზნესის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) მსხვილი საწარმოები: ბ) მცირე და საშუალო საწარმოები; გ) ბანკები; დ) რესტორნები; ე) გაზმომარაგება; ვ) სავაჭრო იბიექტები; ზ) მომსახურების სფერო; 8. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე; 9. მედია განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) მედიასაშუალებები; ბ) მედიაპროექტები; გ) მედიააქტივობები; დ) გალერეა; ე) არქივი; 10. განათლებისა და მეცნიერების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) საჯარო სკოლები; ბ) კერძო სკოლები; გ) კოლეჯები; დ) უმაღლესი სასწავლებლები; ე) პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები; 11. მართლწესრიგის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) პროკურატურა; ბ) სასამართლო; გ) ადვოკატურა; დ) სახალხო დამცველი; ე) პატრული; ვ) პოლიცია; 12. რელიგია; 13. ბიუჯეტი; 14. კულტურა და სპორტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) მუზეუმი; ბ) თეატრი; გ) კინო; დ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები; ე) ბიბლიოთეკა; ვ) კულტურის ობიექტები; ზ) სპორტი; 15. ტურიზმის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) ტურისტული სააგენტოები; ბ) ტურისტული მარშრუტები; გ) სასტუმროები; დ) კულტურისა და დასვენების ადგილები; 16. პროგრამების და პროექტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) მუნიციპალური პროგრამები (მიმდიანრე, დასრულებული, დაგეგმილი); ბ) საინვესტიციო პროექტები; გ) კონკურსები; აუქციონები; დ) გადასახადები; ე) მოსაკრებლები; ვ) ტენდერები; 17. საზოგადოების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) პოლიტიკური პარტიები; ბ) არასამთავრობო ორგანიზაციები; გ) საერთაშორისო ორგანიზაციები; დ) კავშირები და გაერთიანებები; 18. ცნობარის განყოფილებაში თავსდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების საცნობარო ინფორმაცია (მოქმედების სფერო, მისამართი, ტელეფონი). 19. ვაკანსია; 20. ფოტოარქივი; 21. ვიდეოარქივი; 22. კონტაქტი;
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები