დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 12/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016144 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. ინსტრუქციის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი: „11. კომერციულ ბანკს ეკრძალება ისეთი ანგარიშების გახსნა და წარმოება, როდესაც მფლობელის იდენტიფიკაციის მიზნით გამოიყენება კოდური სიტყვა ან ციფრი (ციფრების კომბინაცია), რომელიც არ ატარებს მისი მფლობელის სახელს და ანგარიშის მფლობელის იდენტიფიკაცია ხდება მხოლოდ ანგარიშის ნომრის მეშვეობით (ნომრიანი ანგარიში), მათ შორის, ბანკს ეკრძალება ისეთი ანგარიშის გახსნა და წარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით ბანკის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციას.“. 2. ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საკორესპონდენტო ანგარიში ეხსნებათ მხოლოდ ბანკებს. ბანკის (ბანკების) ფილიალებს ეკრძალებათ ერთმანეთში საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა. ბანკმა შეიძლება გამოიყენოს სხვა ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიში საკუთარი გადახდების (მათ შორის, ბანკის სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარე გადახდების) განსახორციელებლად.“. 3. ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები (გარდა სამართლებრივი აქტებისა) ბანკს წარედგინება ორიგინალის ან შესაბამისი წესით დამოწმებული ასლის სახით, ან: ა) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ შუამავლის/მესამე პირის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით დამოწმებული ასლები, რომელსაც ეყრდნობა კომერციული ბანკი პირის იდენტიფიკაციისას/ვინაობის გადამოწმებისას; ბ) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით დამოწმებული ასლები; გ) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომერციული ბანკისათვის ანგარიშის გახსნის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გაგზავნილი ელექტრონული მიმართვა დამოწმებული უნდა იყოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.“. 4. ინსტრუქციის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 13 პუნქტი: „13. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ-სახელმწიფოში გამოცემული დოკუმენტი (გარდა სამართლებრივი აქტისა) ბანკს წარედგინება აპოსტილით დამოწმებული სახით, ხოლო „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრ-სახელმწიფოში, ასევე იმ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს დოკუმენტების გამარტივებული წესით წარდგენის თაობაზე შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება გამოცემული დოკუმენტი (გარდა სამართლებრივი აქტისა) - ნოტარიულად დამოწმებული ასლის ან ორიგინალის სახით. ყველა სხვა შემთხვევაში უცხო ქვეყანაში გამოცემული დოკუმენტი (გარდა სამართლებრივი აქტისა) ბანკს წარედგინება ლეგალიზებული სახით. |
| მუხლი 2 |
კომერციული ბანკები, რომლებსაც ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღისათვის აქვთ ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშები, ვალდებულნი არიან 2014 წლის 31 დეკემბერამდე მოახდინონ ასეთი ანგარიშების დახურვა. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები