დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016210 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებით დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ (www.matsne.gov.ge; 17.07.2014წ; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016186) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.კ“ ქვეპუნქტი:
„ე.კ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.“ |
ბ)
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემის წესი 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით. 2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.“ |
გ)
დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. გამგებლის წარმომადგენელი 1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი. 3. გამგებლის წარმომადგენელი: ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას; ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს; ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; ზ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 4. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები