დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 548 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.10.003.018166 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/06/2014, 010340000.10.003.018032) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21 1. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპია კონკურსის მონაწილის ტესტირება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების ჩასატარებლად, მუნიციპალიტეტი, ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამის მომსახურებას იღებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული დაწესებულებებისგან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების ჩატარების მეთოდიკასა და თემატიკას, აგრეთვე, შეფასების კრიტერიუმებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს და არა უგვიანეს 2014 წლის 15 სექტემბრისა, ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო სამსახურის ბიურო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები