დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3971 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 22/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440.020.010.05.001.002.464 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 129) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) აარსებს სპეციალურ, მათ შორის, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ახალგაზრდა მეცნიერთა საკვლევაძიებო საქმიანობის მხარდასაჭერად;
ვ) დადგენილი წესით აარსებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;“.
2. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამეცნიერო გამოკვლევათა მხარდამჭერი სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 14 დეკემბერი.
№3971–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები