„საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 547
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 14/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.018165
547
12/09/2014
ვებგვერდი, 12/09/2014
010340000.10.003.018165
„საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №547

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/06/2014, 010340000.10.003.018031) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21

1. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპია მოხელის ტესტირება.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც ატესტაცია არ გაუვლია, ატესტირებას ექვემდებარება 2015 წლის 1 ივლისამდე, თუ მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან გასულია 6 თვე. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვეზე ნაკლებია გასული, მოხელე, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული მოხელისა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით ატესტირებას ექვემდებარება თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა. მოხელეს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 კვირისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების ჩასატარებლად, მუნიციპალიტეტი, ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამის მომსახურებას იღებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული დაწესებულებებისგან.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების ჩატარების მეთოდიკასა და თემატიკას, აგრეთვე, შეფასების კრიტერიუმებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს და არა უგვიანეს 2014 წლის 15 სექტემბრისა, ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო სამსახურის ბიურო.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი