დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.127.016141 |
|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ „საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის N4 დადგენილების,, (სსმ. ვებგვერდი, 01/03/2013წ სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.127.016083) პირველი მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე - კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%; ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5 000 (ხუთიათასი) ლარი; ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 1 000 ( ათასი) ლარი; თ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი წესის თანახმად.“ |
| მუხლი 2 |
შევიდეს ცვლილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის N4 დადგენილების,, (სსმ. ვებგვერდი, 01/03/2013წ სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.127.016083) პირველი მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 1500 (ათასხუთასი) ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე - კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%; ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5 000 (ხუთიათასი) ლარი; ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 1 000 ( ათასი) ლარი; თ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი წესის თანახმად.“ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები