„საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 545
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.018163
545
12/09/2014
ვებგვერდი, 12/09/2014
480140000.10.003.018163
„საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №545

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 1997 წლის 16 სექტემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.  
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს საბერძნეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი