,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016267
48
12/09/2014
ვებგვერდი, 16/09/2014
010250050.35.162.016267
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №48

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №39 დადგენილებაში შეტანილ  იქნეს შემდეგი ხასიათის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.”.

2. დადგენილებას დაემატოს „მუხლი 3“ შემდეგი რედაქციით:  

,,მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის №45 დადგენილება.“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი