„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.110.016175
35
11/09/2014
ვებგვერდი, 15/09/2014
010250040.35.110.016175
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

 აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2014 წლის 11 სექტემბერი

ქ. აბაშა

 



 

„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8  დადგენილებაში,   რომელიც გამოქვეყნებულია "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"-ში (31/07/2014 წელს სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.110.016148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-16  მუხლის სათაურში სიტყვა ,,უფლებამოსილება" შეიცვალოს სიტყვით ,,მოვალეობების" და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით ,,საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება“.

2. დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულების მიზნით გაწეული ხარჯები.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე