დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 72 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/09/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.016294 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში (სსმ III, 04.08.2010 წ., №96, მუხ.1421) და ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ’’; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. დაფუძნდეს სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.’’; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წესდება (დანართი №1).’’. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესდების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წესდება’’; ბ) პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტატუსი’’; გ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი (შემდგომში – ,,ლიცეუმი’’) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - ,,სამინისტრო’’) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ვაჟთა საგანმანათლებლო საქმიანობას, სამხედრო მომზადებას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე ეროვნული და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად.’’. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები