დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.103.016127 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/09/2014 - 04/02/2015)
|
საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
|
| მუხლი 1 |
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულება, დანართი №1–ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის N-15 დადგენილება (www.matsne.gov.ge 20/03/2013 სარეგისტრაციო კოდი: 010.260.020.35.103.016.081). |
| მუხლი 3 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი №1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური
დაცვის სამსახურის დებულება |
მუხლი 1. სოციალური დაცვის სამსახური
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელება და ამ სფეროში მონაწილე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან კოორდინაციას; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას; დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას; ე) უმუშევართა, დავრდომილთა, უმწეოთა, უსახლკაროთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ინვალიდთა აღრიცხვას და შესაბამისი სოციალური დაცვის პროგრამების მომზადებასა და შედგენას; ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ზ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; თ) სოციალური დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; მუხლი 4. სამსახურის სამუშაოთა აღწერილობა სამსახურის უფროსის დავალებით სამსახურის მოხელეები ადგენენ თავიანთი სამუშაოს მოცულობის, ხასიათის, პროფილის და სამუშაო გრაფიკის აღწერილობას და წერილობითი ფორმით წარუდგენენ სამსახურის უფროსს, რომელიც აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამზადებს პროექტს სამსახურის სამუშაოთა აღწერილობის ინსტრუქციის თაობაზე და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 5. სამსახურის დებულების ცვლილებები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები