„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 122/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016857
122/ნ
15/09/2014
ვებგვერდი, 16/09/2014
430210000.22.022.016857
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №122/ნ

2014 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge,11/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016655) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:

1. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) დეკანის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს დეკანის მოადგილეებს სასწავლო და სამეცნიერო სფეროებში;“.

3. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ფაკულტეტის ადმინისტრაციის პერსონალს;“.

4. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:

,,ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი.“.

5. 21-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ფაკულტეტის დეკანს ჰყავს ორი მოადგილე,  სასწავლო და სამეცნიერო სფეროებში.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,41“ პუნქტი:

,,41. ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს.“;

გ) მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) უნივერსიტეტის რექტორს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დეკანის მოადგილეების კანდიდატურებს;“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. დეკანის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, დეკანის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის არარსებობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ავტომატურად ასრულებს დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი დეკანის მოადგილე სამეცნიერო სფეროში.“.

6. 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.  

7. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 51. გარდამავალი დებულებები

1. ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი პუნქტის გათვალისწინებით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მოქმედი შემადგენლობის უფლებამოსილება გრძელდება 2014 წლის 20 ოქტომბრამდე, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) მოქმედი შემადგენლობისა და მისი სპიკერის უფლებამოსილება - 2014 წლის 2 ნოემბრამდე, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერი) უფლებამოსილება - დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

2.  წესდების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნის (ჩამოყალიბების) მიზნით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს გამოეყოს ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება, ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს - განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი შეიქმნას ხსენებული საგანმანათლებლო მიმართულებების გაერთიანების გზით.

3. მართვის ორგანოებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ წესდების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი პროცედურის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. წესდების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნის მიზნით აუცილებელი ღონისძიებები (მათ შორის სარეორგანიზაციო ღონისძიებები) დასრულდეს არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა.“.

8. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. ამ წესდების 21-ე მუხლის 41 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის პირველი მარტიდან.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე