დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის N–19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.103.016137 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 165-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლისა და ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 დეკემბრის №38 დადგენილების შესაბამისად, |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ 2013 წლის 13 მარტის N–19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge.20/03/2013 სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.016085). |
1.
4-მუხლის მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 4. სოციალური დახმარების გაცემის კომისია იხილავს სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის რაიონულ განყოფილებაში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ გაჭირვებულ ოჯახთა განცხადებებს დახმარების გაწევის თაობაზე, ადგენს მათ უტყუარობას, ინდივიდუალურად შეისწავლის თითოეული მოქალაქის განცხადებას, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს ერთჯერადი ფულადი დახმარების რაოდენობას, ხოლო მესტიის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებულ, მაგრამ მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობის საფუძველზე. |
2.
მე-5 მუხლის, 1 - პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 5. 1. კომისიის სხდომა იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ.". |
| მუხლი 2 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები