დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.130.016116 |
|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შეახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 დეკემბრის №16 დადგენილებაში (სსმ 25/12/13; სარეგისტრაციო კოდი 190020020,35,130,016076) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პირველი თავის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
პირველი თავის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
მე–II თავის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 11632.2 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
მე–II თავის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გადასახადები 430,0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
“ |
5.
მე–II თავის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გრანტები 10523.2 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
6.
მე–II თავის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 679.0 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
"
|
7.
მე– III თავის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯები 7114.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით. ათას ლარებში
"
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
8.
მე–III თავის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5838.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5883.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 45.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
,, | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
9.
მე– III თავის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
10.
მე–IV თავის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1321,1 ათასი ლარის ოდენობით.“
|
11.
მე– IV თავის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1321,1 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება -1321,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“ |
12.
მე– IV თავის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 25,8 ათასი ლარის ოდენობით. |
13.
მე– V თავის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით:
1.თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გაგრძელდება თავდაცვის და საგანგებო სიტუაციის დაფინანსება. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) თავდაცვის უნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა კანონმდებლობების მიხედვით თვითმმართველი ერთეულისათვის წარმოადგენს დელეგირებულ უფლებამოსილებას და ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები მთლიანად მოხმარდება მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურის მიერ წვევანდელთა სამხედრო აღრიცხვის ღონისძიებების, წვევანდელთა გაწვევის ორგანიზების და შესაბამის გამწვევ პუნქტებამდე ტრანსპორტირების, რეზერვის აღრიცხვის და გაწვევის ორგანიზების და სხვა კანონმდებლობებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებას. პროგრამის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება სამხედრო ვალდებულთა სრული აღრიცხვა, შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. 1.2 საგანგებო სიტუაციების მართვა ( პროგრამული კოდი 02 01) პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საჩხერის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამართული ფუნქციონირება. ამ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ასიგნებები იძლევა გარანტიას რომ, სამსახურის მიერ მაღალ დონეზე განხორციელდეს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციის ღონისძიებების, ხოლო საგანგებო სიტუაციების (ხანძარი, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა. შ) წარმოქმნის შემთხვევაში მათი სალიკვიდაციო სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში სამსახურის მუშაკთა შრომის ანაზღაურებასთან ერთად დაფინანსდება პერსონალის დაზღვევის, სპეციალური ავტოტრანსპორტის მოვლა- შენახვის, ექსპლოატაციის, სახანძრო და სამაშველო ინვენტარის, სპეცტანსაცმლის, მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანის (სამაშველო განყოფილებისათვის) და სხვათა შეძენის ხარჯები. ამ პროგრამების განხორციელებით შესაძლებლობის ფარგლებში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი სტიქიების შედეგად გამოწვეული ზარალი და დაცული იქნება მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისათვის აუცილებელ ძირითად პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში ახლის მშენებლობასთან ერთად განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თოვლისაგან საავტომობილო გზების გაწმენდა მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა, ხიდ-ბოგირების მშენებლობა და რეაბილიტაცია, საგზაო ნიშნების დამონტაჟებისა და ქუჩების მონიშვნითი სამუშაოების ჩატარება, ქალქა საჩხერეში ქუჩების რეაბილიტაცია, საავტომობილო ხიდების მშენებლობა, ქ. საჩხერეში საავტომობილო და საცალფეხო ხიდებს შორის საყრდენი კედლის მშენებლობა. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების, კოლექტორებისა და გამწმენდი ნაგებობების ექსპლოატაცია, არსებული სასმელი წყლის სისტემების და გარე განათების ქსელის მოვლა-ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი იქნება ქ. საჩხერისა და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებული პუნქტების დასუფთავება და ნაგვის გატანა. 2.2.1 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ, საჩხერის ქუჩების, სკვერების, მოედნების და სხვათა ყოველდღიური დასუფთავება. ქ. საჩხერიდან და მუნიციპალიტეტის რიგი სოფლებიდან და ცენტრალური საავტომობილო გზის პირებიდან ნაგვის გატანა, ნაგავსაყრელამდე მიტანა და სხვა. ამ ღონისძიებების განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება სუფთა გარემო და კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობა. 2.2.2 საკანალიზაციო სისტემების, კოლექტორების და გამწმენდი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. საჩხერეში არსებული ჩამდინარე წყლების სისტემების, სანიაღვრე კოლექტორებისა და გამწმენდი ნაგებობების ექსპლოატაციის ღონისძიებები. ამ სისტემების ობიექტების გამართული მუშაობისათვის იგეგმება ბიუჯეტიდან სუბსიდიის გადაცემა ამ სისტემების მესაკუთრე შპს ,,საჩხერის წყალკანალზე“. ამ ღონისძიებების განხორციელებით თავიდან იქნება აცილებული საკანალიზაციო სისტემებიდან ნახმარი წყლის გაჟონვა და მდინარეში ჩადინდება გაწმენდილი საკანალიზაციო მასა, გარანტირებული გახდება გარემოს დაცვა. 2.2.3 მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება (პროგრამული კოდი 03 02 06) ქ. საჩხერის, სოფლების არგვეთისა და მერჯევის მოსახლეობისათვის სასმელი წყლის დაბალი ტარიფით და 24 საათიან რეჟიმში მიწოდების უზრუნველსაყოფად ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემების მესაკუთრე, წყლის მიმწოდებელი, მუნიციპალური საწარმოს შპს ,,საჩხერის წყალკანალის“ სუბსიდირება. 2.2.4 გარე განათება რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ. საჩხერეში, გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სოფლებში სხვიტორში, ჭორვილაში და პერევში არსებული გარე განათების ქსელის ტექნიკური მოვლისა და მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯები. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. საჩხერის გამწვანება და სასაფლაოების მოვლა-პატრონობა. 2.3.1 ქ. საჩხერის გამწვანების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. საჩხერის ქუჩებში, სკვერებში და მოედნებზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების მოვლა-პატრონობა, მათი გასხვლა-გადაბელვა, სკვერებში და გაზონებში ერთწლიანი ნარგავების, ყვავილების და სხვათა დარგვა და მოვლა-პატრონობა. აღნიშნული პროგრამის განხორციელებისათვის შექმნილია ა(ა)იპ ,,ზურმუხტი“. 2.3.2 სასაფლაოების შემოღობვა, კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ქ. საჩხერეში ორი ერთეული სასაფლაოს მოვლა-პატრონობა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართებით ზოგად განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში წელს განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ამასთან ამ პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ხელშეწყობა და სკოლისგარეშე დაწესებულებების დაფინანსება. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) საჩხერის მუნიციპალიტეტში დღეისათვის ფუნქციონირებს 12 ერთეული საბავშვო ბაღი, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღებში ირიცხება 850 აღსაზრდელი, რომელთა აღრზდას ემსახურება 128 აღმრზდელი და ტექნიკური მუშაკი. ბიუჯეტიდან ერთი აღსაზრდელის აღზრდის დაფინანსებაზე უნდა დაიხარჯოს 1040 ლარი, რომელიც უნდა მოხმარდეს შრომის ანაზღაურების, კვების, ინვენტარის შეძენის და სხვა ხარჯების დაფინანსებას. 2014 წელში გათვალისწინებულია 7 ერთეული საბავშვო ბაღის გახსნა. ბაღები გახსნილი იქნება ქორეთის, გორისის, პერევის, კორბოულის, ზედა ორღულის, ჭალოვანის და მერჯევის სოფლებში. აღნიშნული ბაღები მოემსახურება 250 საბავშვო ბაღის აღსაზრდელს, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს აღსაზრდელების ყოფით პირობებს. 3.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებელთა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯებისა და საჩხერის #2 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის რესურს კაბინეტის და ბიბლიოთეკის მოწყობის დაფინანსება. 3.3 ა(ა) იპ- საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 03) მოსწავლე-ახალგაზრდობის სწორი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულებების მიზანმიმართული საქმიანობა. სწორედ ამიტომ ამ პროგრამის ფარგლებში ამ საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისათვის განსაზღვრულია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხარჯების დაფინანსება.
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღირსეული გაგრძელების ხელშეწყობა. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდობის მრავალმხრივი ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი აგრძელებს კულტურული, სპორტული და რელიგიური ორგანიზაციების და ახალგაზრდული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული და იმედისმომცემი სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლისა და საცურაო აუზის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მოწყობა და გაგრძელდება იმედისმომცემ სპორტსმენებზე სტიპენდიების გაცემა. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის მასშტაბის სპორტული ღონისძიებების მოწყობა. კერძოდ, ფეხბურთში, ჭადრაკში, ძალოსნობაში, კრივში, ჭიდაობაში და სხვა. ამასთან იმედის მომცემ სპორტსმენზე წლის განმავლობაში გაიცემა 6,0 ათასი ლარის ოდენობის სტიპენდია. 4.1.2 ა(ა)იპ-საჩხერის სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ა(ა)იპ საჩხერის სასპორტო სკოლისა და ა(ა)იპ საჩხერის საცურაო აუზის დაფინანსება. ა(ა)იპ საჩხერის სასპორტო სკოლა მთლიანად ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით. აქ არსებულ 42 სპორტულ წრეში ჯანმრთელობას იკაჟებს 605 ბავშვი ა(ა)იპ საჩხერის საცურაო აუზი საკუთარ შემოსავლებთან ერთად დაფინანსებას ღებულობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანაც. აქ სპორტული მკურნალობის კურსს გადის სქოლიოზითა და სხვადასხვა ტრამვებით დაავადებული ბავშვები. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება და მოეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია დაფინანსდეს გამოჩენილი ადამიანების საიუბილეო, საშობაო-საახალწლო, თეატრალურ-მუსიკალური ღონისძიებები, ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება სრულიად საქართველოს ფესტივალი ,,ქართული მრავალჟამიერი და აკვნის ნანები”, სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, საესტრადო სიმღერის ფესტივალი ,,ვარდების თვე“, ღონისძიება ,,სტუმარ-მასპინძელი”, ნათელა ხარაიშვილის, ბონდო მუმლაძის, მიხეილ გოგატიშვილის წიგნების გამოცემები, თბილისისა და ჭიათურის მხრიდან საჩხერის შემოსასვლელებთან სტელლების დადგმა. 4.2.2 კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება ( პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ-ის ფორმით დაფუძნებული სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, კულტურის სახლების და მუზეუმების, სულ 9 ერთეული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება. შრომის ანაზღაურებასთან ერთად პროგრამა ითვალისწინებს სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასაც. 4.3 მასმედიას ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ინფორმაციისა და სამართლებრივი აქტების გავრცელების შესყიდვა, რომელშიც გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მათი ხელმძღვანელების მიერ მიღებული და გამოცემული დადგენილებები, განკარგულებები და ბრძანებები, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმაციულ უზრუნველყოფას. 4.4 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ახალგაზრდული ღონისძიებები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდობის ნორჩ შემოქმედთა ბანაკის მომსახურებებისა და მგზავრობის ხარჯები და სხვა. 4.5 ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (პროგრამული კოდი 05 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ფინანსური დახმარება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არსებული რესურსების ფარგლებში გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფა. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერების ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციების გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიულ დაავადებათა თავიდან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებისა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებებს, ავადმყოფთა დახმარებას, სხვადასხვა ორგანიზების და ღონისძიებების სუბსიდირებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ავადმყოფთა სოციალური დაცვა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შემდეგი სახის მძიმე ავადმყოფებზე არა უმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით შემდეგ დაავადებებზე: ა) გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს გულის ქრონიკული უკმარისობა Iბ-IV ხარისხით; ბ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომლის დროსაც რეკომენდირებულია აუცილებელი ინტერვეციული ჩარევები (ოპერაციები გულზე, სტენდირება, რითმის წამყვანის ,,ჰეისმეიკერის“, გულ-შიდა დეიფიბილატორის იმპლანტაცია); გ) სასუნთქი სისტემის დაავადებები II-III ხარისხის უკმარისობით; დ) ონკოლოგიური დაავადებები II-IV კლინიკური ჯგუფი ან/და რომლებიც საჭიროებენ თერაპიულ (ქიმიოთერაპიულ, ჰომოთერაპიულ, სხიურთერაპიული და პალიატიური) მკურნალობას; ე) ონკოჰემატოლოგიური დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ თერაპიულ (ქიმიოთერაპიულ, ჰორმონოთერაპიულ, სხიურთერაპიული და პალიატიური) მკურნალობას; ვ) შაქრიანი დიაბეტი -ტიპი 1, ტიპი 2 -ინსულინ მომხმარებელი; ზ) ქრონიკული ჰეპატიტი ,,B“ ან ,,C“; თ) ღვიძლის ცეროზი; ი) ეპილეფსია; კ) ფსიქიური აშლილობა; ლ) ავადმყოფებს, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალიზი დაენიშნებათ ყოველთვიური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით; მ) ლეიკემიით დაავადებული 18 წლამდე მოზარდებს დაენიშნებათ ყოველთვიური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ავადმყოფებზე, რომელთა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია ზემოთ ჩამოთვლილის გარდა სხვა დაავადებები, გაიცემა დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარი; ხოლო იმ ავადმყოფებზე, რომელთა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ესაჭიროება ოპერაცია გაიცემა დახმარება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 5.2.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე 100 (ასი) ლარის ოდენობით ერჯერადად წელიწადში. 5.2.3 ომის და შრომის ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 03) სოციალური დახმარებები ერთჯერადად მიეცემათ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა ოჯახებს: საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული და ომში მონაწილე ომის შემდეგ გარდაცვლილ ოჯახებს. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 (ას) ლარს. 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობის დახმარებებს მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ავღანეთის ომის მონაწილეები, საქართველოს თავისუფლებისათვისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები. ამის გარდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე გაცემული იქნება ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის აღსანიშნავად ერთჯერადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5.2.4 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) კომისიის მიერ მიჩნეულ განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახებზე გაიცეს წელიწადში ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში გაიცემა 200 (ორასი), მეოთხე შვილზე -300 (სამასი) და მეხუთე და ყოველი მომდევნო შვილზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 5.2.5 უმუშევართა და მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05) მარჩენალ დაკარგულ პირებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 (ასორმოცდაათ) ლარს. მარტოხელა პენსიონრებზე, რომელთაც არ ჰყავთ შვილი, შვილიშვილი ან კანონით გათვალისწინებული მარჩენალი გაეწევათ დახმარება ერთჯერადად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით კანონის წესით მიჩნეული მარტოხელა დედებს გაეწევათ დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერადად. უმუშევართა დახმარებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ის ოჯახები, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 იანვრის #3 დადგენილების ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის # 5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან და დახმარების თხოვნის მომენტში ოჯახის წევრები არ მუშაობენ და განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას. დახმარება გაიცემა ერთჯერადად. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 50 (ორმოცდაათ) ლარს. 5.2.6 უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 40 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. 5.2.7 სარიტუალო ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გარდაცვლილ მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა სარიტუალო უზრუნველყოფის ხარჯები, თითოზე არაუმეტეს 300 (სამასი)-დან 500 (ხუთასი) ლარამდე ოდენობით. ამასთან ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითეულ ბენეფიციარზე 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში) 5.2.8 სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ,,შრომის კოდექსით“ გათვალისწინებულია სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაიცემა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. თანხის გაცემა მოხდება გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაციით, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 5.2.9 საჩხერე - პერევის და პერევი-საჩხერის საავტობუსო რეისების სუბსიდირება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველდღიურად განხორციელდება კონფლიქტურ ზონაში მდებარე სოფელ პერევის მოსახლეობისათვის ქ. საჩხერიდან პერევში და პირიქით, უფასო საავტობუსო რეისი. სავარაუდოდ გათვალისწინებულია, რომ ამ მომსახურებით ყოველდღიურად ისარგებლებს სოფელ პერევში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 40-50 კაცი. 5.2.10 სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება გაიცემა ერთჯერადად შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ხანძრის შედეგად ნაწილობრივ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) ხანძრის შედეგად მთლიანად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; გ) ხანძრის შედეგად დაზიანებული დამხმარე ნაგებობების დაზიანების შემთხვევაში 200 (ორასი) ლარის ოდენობით; დ) რაიმე დაავადების შედეგად მასობრივად გაწყვეტილი პირუტყვის მეპატრონის ოჯახზე 100 (ასი) ლარის ოდენობით; ე) მეწყერის ან სხვა რაომე ბუნებრივი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ვ) სხვა რაომე სტიქიური უბედურების შედეგად მცირედით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 5.2.11 საცხოვრებლით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 11) აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია თავშესაფარის გარეშე დარჩენილი ოჯახების ბინის ქირის გადახდა. მაქსიმალური გასაცემი თანხა თვეში არ უნდა აღემატებოდეს 130 (ასოცდაათ) ლარს." |
14.
მე– VI თავის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
"
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები