დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.130.016113 |
|
„საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №26 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი 18/07/2014) დამტკიცებულ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნას ცვლილება და დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სახანძრო განყოფილება; ბ) სამაშველო და სამოქალაქო თავდაცვის განყოფილება; გ) ადმინისტრაციული განყოფილება. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურის გავლის წესები განისაზღვრება დებულებით „სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად. 4. სამსახურის პირადი შემადგენლობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. 5. სამსახურის იმ პირადი შემადგენლობის სამუშაო დროის ხანგრძლივობას, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრების ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, განსაზღვრავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კანონმდებლობის შესაბამისად.“
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები