დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 161/37 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 09/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.58.070.016032 |
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 (www.matsne.gov.ge, 17.08.2012; სარეგისტრაციო კოდი: 010320010.58.070.016004) ბრძანებით დამტკიცებულ „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსების წესში“ - შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კ3 ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს კ4 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ)4 რეკლამის ხარჯი - ფორმა №5.5“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ზ3 ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს ზ4 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ)4 რეკლამის ხარჯი - ფორმა №5.5“.
3. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები.
4. მე-4 მუხლს დაემატოს მესამე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას შესაძლებელია მხოლოდ იმ ფორმების წარდგენა, რომლებიც საჭიროებს მონაცემების შევსებას. დამოუკიდებელ კანდიდატს დეკლარაციის ფორმების წარდგენის ვალდებულება წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირდება შემოსავლისა (მათ შორის, ფულადი და არაფულადი შემოწირულების) და ხარჯის განხორციელება. ბრუნვის გარეშე არსებული საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის წარდგენის ნაცვლად შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი განცხადების წარდგენა.“ |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს:
1. ფორმა №5 - საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები (დანართი №1). 2. ფორმა №5.5 - რეკლამის ხარჯი (დანართი №2). |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები