ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სესხის აღების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სესხის აღების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1525
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017628
  • Word
1525
05/09/2014
ვებგვერდი, 15/09/2014
000000000.00.003.017628
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სესხის აღების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1525

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სესხის აღების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-100 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიეცეს უფლება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, აიღოს სესხი კომერციული ბანკიდან არაუმეტეს 30 024,6 ათასი (ოცდაათი მილიონ ოცდაოთხი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით მხოლოდ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

2. შესაბამისი სასესხო ხელშეკრულების გაფორმებამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა კომერციული ბანკიდან ასაღები სესხის პირობები (მათ შორის, სესხის ვადიანობა და საპროცენტო განაკვეთი) აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა, გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, კომერციული ბანკიდან თანხების მიღება განახორციელოს ეტაპობრივად (ტრანშებად), მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ანგარიშებზე განთავსებული თანხა იქნება სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები და თითოეული ტრანშის გამოთხოვა შეათანხმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                     ირაკლი ღარიბაშვილი