დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1521 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/09/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017624 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1521
2014 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ – ასოციაცია ატუს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. ბათუმში, სარაგბო კომპლექსის (სტადიონის) სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ა(ა)იპ – ასოციაცია ატუ (ს/კ: 239402491) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანის მიმდებარედ, მდინარე აჭარისწყლის ჭალა-კალაპოტში, მოიპოვოს 21 600 (ოცდაერთი ათას ექვსასი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
№ | X | Y |
1 | 733442 | 4603292 |
2 | 733391 | 4603416 |
3 | 733433 | 4603433 |
4 | 733499 | 4603328 |
S = 0,72 ჰა | ||
WGS 1984. |
2. ა(ა)იპ – ასოციაცია ატუ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 3 757 (სამი ათას შვიდას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. ა(ა)იპ – ასოციაცია ატუს მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. ა(ა)იპ - ასოციაცია ატუმ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დოკუმენტის კომენტარები