შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017617
  • Word
1513
03/09/2014
ვებგვერდი, 15/09/2014
000000000.00.003.017617
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1513

2014 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

   შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

 1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, თეთნულდის სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება:

ა) მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მულხურას ხეობის ჭალა-კალაპოტში, მოიპოვოს 39 900 (ოცდაცხრამეტი ათას ცხრაასი) მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების ფარგლებში:

 

N

X

Y

1

321911

4768259

2

321961

4768249

3

321966

4768222

4

322017

4768217

5

322003

4768144

6

321961

4768127

7

321931

4768126

8

321902

4768145

9

321862

4768164

S= 1,33 ჰა

WGS 1984;

ბ) მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოლაშის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მულხურას ხეობის ჭალა-კალაპოტში, მოიპოვოს 42 900 (ორმოცდაორი ათას ცხრაასი) მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების ფარგლებში:

 

N

X

Y

1

323870

4768044

2

323877

4768172

3

324021

4768141

4

324015

4768119

5

323971

4768050

6

323921

4768042

S= 1,43 ჰა

WGS 1984.

 

2. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;

გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს:

გ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული – 39 900 (ოცდაცხრამეტი ათას ცხრაასი) მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის – 6 940 (ექვსი ათას ცხრაას ორმოცი) ლარის გადახდა;

 გ.ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 42 900 (ორმოცდაორი ათას ცხრაასი) მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის – 7 461 (შვიდი ათას ოთხას სამოცდაერთი) ლარის გადახდა.

3. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

 პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი