დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1511 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017615 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1511
2014 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები