„საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1505
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017609
  • Word
1505
01/09/2014
ვებგვერდი, 15/09/2014
000000000.00.003.017609
„საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1505

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია -მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პრეამბულა, პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაგეგმილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ზაჰესი- ნატახტარის და ჩუმათელეთი-ნახშირღელეს მონაკვეთების, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ფონიჭალა-მარნეულის მონაკვეთის, თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის და თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყება, აღნიშნული საავტომობილო გზების მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე, მიზანშეუწონელია გზის ღერძიდან 100-მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ტექნიკური პირობების გაცემა, რადგან რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დასრულებადე, შესაძლებელია, აუცილებელი გახდეს მიწების გამოსყიდვა და ახლადგანთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან იქნება დაკავშირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ეთხოვოთ ქალაქ თბილისის, ქალაქ ქუთაისის, ქალაქ რუსთავის, ქალაქ მცხეთის, ქალაქ გორის, მარნეულის, გარდაბნის, საგარეჯოს, კასპის, ქარელის, ხაშურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებს, რომ ზემოაღნიშნული საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციით გათვალისწინებულ მონაკვეთებზე, საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე, შეაჩერონ გზის ღერძიდან 100- მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ნებართვების გაცემა.

2. საავტომობილო გზების პერსპექტიულ განვითარებასთან ერთად, გზისპირა ზოლში ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სახის ობიექტების (დასასვენებელი ადგილები, საზოგადოებრივი კვების და სავაჭრო ობიექტები, ტექმომსახურებისა და ავტოგასამართი სადგურები) განთავსების საკითხისა და მათი არქიტექტურულ-ესთეტიკური იერსახის განხილვა განხორციელდეს კომპლექსურად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლობისა და შეთანხმების გზით.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი