დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1503 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017607 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1503
2014 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარი შემდეგი ღონისძიებებისათვის:
ა) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერისათვის – 128 000 (ას ოცდარვა ათასი) ლარი;
ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გამართული ფუნქციონირებისათვის – 97 000 (ოთხმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები