ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.128.016184
39
08/09/2014
ვებგვერდი, 12/09/2014
010260020.35.128.016184
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №39

2014 წლის 8 სექტემბერი

დ. ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20  მუხლის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის  №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების  დამტკიცების   შესახებ „ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი17/07/2014)

1.დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6  მუხლის  მე-3   პუნქტს დაემატოს ,,ე.კ“ და ,,ე.ლ“  ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდნენ  შემდეგი რედაქციით:

,,ე.კ“ ამტკიცებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების  ფაქტის დადასტურების შესახებ  ცნობების ფორმას, რომელიც გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.“

,,ე.ლ“ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების  ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის  ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.“

2.დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-10  მუხლის  მე-4  პუნქტს დაემატოს  ,,კ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„კ)  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური.“

3.დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი  ფუნქციებია:“.

4.დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-11 მუხლს დაემატოს  მე-11  პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,11. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის  ძირითადი ფუნქციებია:

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის წინაშე, ასევე - ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის   მიერ  დაფუძნებული  იურიდიული  პირების  წინაშე არსებული  რისკების  დადგენა, რისკების  მართვისათვის შემუშავებული  შიდა  კონტროლის  სისტემების,  ფინანსური  მართვისა  და  კონტროლის  სისტემის ადეკვატურობისა   და   ეფექტიანობის   გამოკვლევა   და   შეფასება,   კანონიერების,   მიზანშეწონილობისა   და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლა-შემოწმება, რეკომენდაციების წარდგენა გამგეობის, ასევე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული  იურიდიული პირების საქმიანობის ეკონომიურობის,  ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.“

5ю დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. გამგებლის წარმომადგენელი:

ა) გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე  ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი;

ბ) გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის  წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი;

გ) გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი;

დ) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა  შეგროვებას;

ვ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის  სამართლებრივი  აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ზ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

თ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის  ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ი) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების  სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

კ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს”.

6. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  39-ე მუხლის ,,ბ“ , ,,გ“,  ,,დ“ ,  ,,ე“,  ,,ვ“   და  ,,ზ“ ქვეპუნქტები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე