დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 703 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016360 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (სსმ III, 17.01.2007 წ., №7, მუხ. 53) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7, მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ა.ა) სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია: ა.ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება და მასში შემავალი საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ქვეგანყოფილება; ა.ა.ბ) სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება; ა.ბ) საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია: ა.ბ.ა) თეორიული გამოცდის განყოფილება და მასში შემავალი საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება; ა.ბ.ბ) პრაქტიკული გამოცდის განყოფილება; ა.გ) სადილერო ცენტრების სამსახური; ბ) აღმოსავლეთის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ბ.ა) ხეითის განყოფილება; ბ.ბ) ქ. თელავის განყოფილება; ბ.გ) ქ.გორის განყოფილება; ბ.დ) ქ. ახალციხის განყოფილება; გ) დასავლეთის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: გ.ა) ქ. ქუთაისის განყოფილება; გ.ბ) საჩხერე-ამბროლაურის განყოფილება; გ.გ) ქ. ფოთის განყოფილება; გ.დ) ქ. ზუგდიდის განყოფილება; გ.ე) ქ. ბათუმის განყოფილება; გ.ვ) ოზურგეთის განყოფილება; დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: დ.ა) I განყოფილება; დ.ბ) II განყოფილება; ე) ხარისხის მართვისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ე.ა) ინსპექტირების განყოფილება; ე.ბ) შიდა დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია: ე.ბ.ა) I ქვეგანყოფილება; ე.ბ.ბ) II ქვეგანყოფილება; ე.ბ.გ) III ქვეგანყოფილება; ვ) კადრების სამსახური; ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ზ.ა) I განყოფილება; ზ.ბ) II განყოფილება; თ) საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: თ.ა) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება; თ.ბ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია: თ.ბ.ა) სამეურნეო-ტექნიკური ქვეგანყოფილება; თ.ბ.ბ) რეგიონალური სამეურნეო-ტექნიკური ჯგუფი; თ.გ) ტრანსპორტის განყოფილება; თ.დ) შესყიდვების განყოფილება; თ.ე) მომარაგების განყოფილება; თ.ვ) საწყობისა და აღრიცხვის განყოფილება; თ.ზ) ქონების მართვის ქვეგანყოფილება; თ.თ) სანომრე ნიშნების განყოფილება; ი) სანებართვო, საცნობარო და რეგისტრაციის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ი.ა) საცნობარო მომსახურების განყოფილება; ი.ბ) სანებართვო მომსახურების განყოფილება; ი.გ) მართვის მოწმობებისა და რეგისტრაციის განყოფილება; კ) საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია); ლ) ლეგალიზაციისა და აპოსტილის ჯგუფი; მ) სტრატეგიული განვითარების სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: მ.ა) განვითარებისა და ანალიტიკის განყოფილება; მ.ბ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; მ.გ) სატელეფონო მომსახურების ცენტრი (განყოფილება); ნ) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ნ.ა) საექსპერტო შემოწმების განყოფილება; ნ.ბ) ბალისტიკური შემოწმების განყოფილება; ნ.გ) სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება. მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია 1. სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის სარეგისტრაციო განყოფილება: ა.ა) ახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასა (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტები) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ა.ა.ა) სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის სარეგისტრაციო განყოფილებაში შემავალი საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ქვეგანყოფილება ახორციელებს სამმართველოს მიერ შესრულებული სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივ დახარისხებას და ასახული ინფორმაციის დაარქივებას; ა.ა.ბ) სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება ახორციელებს იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექნიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემას; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემას; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემას; სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ბ) სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის თეორიული გამოცდის განყოფილება: ბ.ა) ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“ , „T“ , „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიებით, მართვის მოწმობის გაცემას, მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; ბ.ბ) დადგენილი წესით გასცემს, ცვლის და აღადგენს დაკარგულ მართვის მოწმობებს; ბ.გ) გასცემს საერთაშორისო მართვის მოწმობებს; ბ.დ) სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის თეორიული გამოცდის განყოფილებაში შემავალი საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება ახორციელებს: ბ.დ.ა) თეორიული გამოცდისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვასა და რეგისტრაციას; ბ.დ.ბ) გაცემული მართვის მოწმობების ნამდვილობის შემოწმებას შესაბამის სარეესტრო ჩანაწერებში და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; გ) სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის პრაქტიკული გამოცდის განყოფილება ახორციელებს „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებისა და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას; დ) სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სადილერო ცენტრების სამსახური ახორციელებს: დ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასა (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტები) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას; დ.ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას; დ.გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას; ე) სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას. 2. აღმოსავლეთისა და დასავლეთის სამმართველოები რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავისი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასა (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტები) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას; ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებასა და შესაბამის რეაგირებას; გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას; დ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიებით; მართვის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; დადგენილი წესით დაკარგული ან დაზიანებული მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლასა და აღდგენას; საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემას; ე) „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიების და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას; ვ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას; სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემას; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემას; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვებისა და მოწმობების გაცემას; ზ) საქმისწარმოების ორგანიზებას; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს I განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: ა.ა) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს; ა.ბ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციულ წარმოებას, შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და სააგენტოს დირექტორთან წარდგენას; ა.გ) სააგენტოს სამართლებრივი ბაზის შექმნას; ა.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას; ა.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად წინადადებებისა და პროექტების შემუშავებას; ა.ვ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე სააგენტოს ინტერესების სასამართლოში და სხვა პირებთან წარმოდგენას და დაცვას; ა.ზ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირების იურიდიულ კონსულტაციას; ა.თ) სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას და სხვა იურიდიული საკითხების გადაწყვეტას; ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს II განყოფილება ახორციელებს: ბ.ა) დანაყოფების მიერ ყოველთვიურად გაწეული მომსახურების სტატისტიკური მონაცემების შეჯამებასა და ანალიზს; ბ.ბ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირებას; ბ.გ) სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ შემოსული ინფორმაციის სისტემატიზაციას. 4. ხარისხის მართვისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. ხარისხის მართვისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) ხარისხის მართვისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოში შემავალი ინსპექტირების განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა.ა) კონტროლის მიზნით სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდულ შემოწმებას; ა.ბ) სააგენტოს ადგილობრივი (რეგიონალური) სტრუქტურული ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს; ა.გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურის ერთიან სისტემაში გამოვლენილ მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების შემოწმება-განხილვას, სამართლებრივ შეფასებას, შესაბამისი დასკვნების მომზადებასა და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას; ა.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას; ა.ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ბ) ხარისხის მართვისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოში შემავალი შიდა დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილება მასში შემავალი I, II და III ქვეგანყოფილებების მეშვეობით უზრუნველყოფს: ბ.ა) მოქალაქეთა ინფორმირებას სააგენტოში მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე: ბ.ბ) დღე-ღამის განმავლობაში დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; ბ.გ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვას. 5. კადრების სამსახური ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. კადრების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებებს; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლასა და შესაბამის შემოწმებას; გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობას; დ) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობას; ე) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას; ვ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას; ზ) სააგენტოს მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვას და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას; თ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით; ი) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას; კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილ სხვა საქმიანობას. 6. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო ახორციელებს სააგენტოს სრულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიურ მომსახურებას, კერძოდ: ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს I განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას, ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების შექმნასა და მათ გამართულ მუშაობას; ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს II განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფასა და ამ მიზნით შესაბამისი სამუშაოების წარმოებას. 7. საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს სააგენტოს საფინანსო, სამეურნეო, ორგანიზაციული საკითხების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას, კერძოდ: ა) საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება: ა.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორესა და წარდგენილი ბალანსის რეალობაზე); ა.ბ) ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მის სწორ ორგანიზაციას; ა.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სააგენტოს პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას; ა.დ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხის და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას; ა.ე) უზრუნველყოფს სააგენტოს ყოველი მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტი) პროექტის მომზადებას და შემდგომი რეაგირებისთვის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენას; ა.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ბ) საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება, მასში შემავალი სამეურნეო-ტექნიკური ქვეგანყოფილება და რეგიონალური სამეურნეო-ტექნიკური ჯგუფი ახორციელებს: ბ.ა) კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, საწვავის აღრიცხვასა და საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; ბ.ბ) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის ჩატარებას; ბ.გ) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და ტექნიკის უსაფრთხოების დაცვაზე კონტროლს; გ) საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ტრანსპორტის განყოფილება ახორციელებს: გ.ა) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას; გ.ბ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას; გ.გ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და მატერიალურ პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით; გ.დ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგებას დადგენილი წესით, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებას, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა-კონტროლს; გ.ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას; დ) საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს შესყიდვების განყოფილება: დ.ა) ახორციელებს სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას; დ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზაციას უწევს შესყიდვების პროცედურების განხორციელებას; დ.გ) ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს; დ.დ) უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას; დ.ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში - პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვის კონტროლის განხორციელებაზე; დ.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ე) საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მომარაგების განყოფილება: ე.ა) ახორციელებს სააგენტოსათვის მოწოდებული საქონლის ინსპექტირებასა და საგარანტიო მომსახურების შესრულებას; ე.ბ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერილი იარაღის ჩაბარებას, აგრეთვე შეიარაღების, ტექნიკის, ინვენტარის, ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვას, საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; ე.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე თანამშრომლებზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემას; ე.დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვის კონტროლის განხორციელებაზე; ე.ე) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ვ) საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საწყობისა და აღრიცხვის განყოფილება უზრუნველყოფს: ვ.ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირება, საჭირო ინვენტარი, ტექნიკა, აპარატურა, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონლი, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკები, სანომრე ნიშნები, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობები, მართვის მოწმობების ბლანკები და ა.შ.) მიღებას, შენახვასა და დადგენილი წესით დანაყოფებისათვის გადაცემას; ვ.ბ) საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვას დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით; ვ.გ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას; ვ.დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას. ზ) საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ქონების მართვის ქვეგანყოფილება ახორციელებს: ზ.ა) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის საკითხების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს ბალანსზე არსებული ან/და გადმოცემული ქონების სარგებლობაში გადაცემისა და განკარგვისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; ზ.გ) ქონების გადაცემისას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან დადგენილი წესით საკითხის შეთანხმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; ზ.დ) შენობა-ნაგებობების ასაშენებლად შესაბამისი ნებართვების მიღებასა და დოკუმენტაციის მომზადებას, სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებთან შეთანხმებას; ასევე, მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობების დადგენილ ვადაში ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფას; ზ.ე) უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და შესაბამის დაწესებულებაში წარდგენას; ზ.ვ) სააგენტოს შესაბამისი კომისიისათვის ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებაში ხელშეწყობას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით; ზ.ზ) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად სააგენტოს გამგებლობაში არსებული გამოუსადეგარი (ამორტიზებული) შენობა-ნაგებობებისა და სხვა გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერასა და განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას შესაბამისი კომისიების მუშაობის უზრუნველსაყოფად; თ) საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სანომრე ნიშნების განყოფილება ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: თ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადებას, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენას და უფლებამოსილ პირებზე გადაცემას; თ.ბ) დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვას და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემას. 8. სანებართვო, საცნობარო და რეგისტრაციის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. სანებართვო, საცნობარო და რეგისტრაციის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) სანებართვო, საცნობარო და რეგისტრაციის სამმართველოს საცნობარო მომსახურების განყოფილება ახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემას; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემას; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემას; ბ) სანებართვო, საცნობარო და რეგისტრაციის სამმართველოს სანებართვო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემას, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას, ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვების გაცემას, აგრეთვე იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას, შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლასა და დაკარგულის აღდგენას, ახორციელებს იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ, კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; გ) სანებართვო, საცნობარო და რეგისტრაციის სამმართველოს მართვის მოწმობებისა და რეგისტრაციის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: გ.ა) შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნას ჩამოწერის საფუძველზე; გ.ბ) დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენას, მართვის მოწმობის შეცვლას, აღდგენას, საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემას; გ.გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 9. საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია) უზრუნველყოფს: ა) შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში; ბ) ინსპექტირებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდებას და კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას; გ) დოკუმენტების დადგენილი წესით დაარქივებას; დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 10. ლეგალიზაციისა და აპოსტილის ჯგუფი ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას; ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურებას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას; სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას; საბაჟო დამუშავების ოპერაციის ან/და რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საექსპერტო შემოწმებასა და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისანიჭებელი გამოცდის მიღებას და მძღოლის მოწმობის გაცემას, აგრეთვე შეცვლას და აღდგენას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვებისა და მოწმობების გაცემას; სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 11. სტრატეგიული განვითარების სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. სტრატეგიული განვითარების სამმართველოში შემავალი განყოფილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) განვითარებისა და ანალიტიკის განყოფილება უზრუნველყოფს: ა.ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და განხილვის ორგანიზებას; ა.ბ) კვარტალში ერთხელ სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი დასკვნის სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას; ა.გ) ყველა რგოლში მაღალი ხარისხის მომსახურების ორგანიზებასა და გაწეული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიული გეგმის შემუშავებას; ა.დ) მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების განსაზღვრას და მათ შესწორებას, აგრეთვე საჭირო ზომების მიღებას მათი განმეორების თავიდან ასაცილებლად; ა.ე) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას უახლესი მეთოდების, სტანდარტების, პროგრამების, აპარატურის მოძიების, შემუშავებისა და დანერგვის გზით; ა.ვ) სააგენტოს რეფორმირების სტრატეგიული გეგმის შემუშავებას, აგრეთვე ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით მათ საქმიანობაში თანამედროვე მენეჯმენტის ფორმებისა და მეთოდების დანერგვას; ა.ზ) სააგენტოს სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავებას, დანერგვას, განახლებას და მისი შესრულების კონტროლს; ბ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს: ბ.ა) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელში სააგენტოს გვერდის ადმინისტრირებას; ბ.ბ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემას; ბ.გ) საზოგადოების ინფორმირებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; ბ.დ) კომპეტენციის ფარგლებში თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნას; ბ.ე) სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას, სააგენტოს ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობას საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან კოორდინაციის, პროექტების მართვის კუთხით; ბ.ვ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას; ბ.ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაციას; ბ.თ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას; გ) სატელეფონო მომსახურების ცენტრი (განყოფილება) უზრუნველყოფს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას. 12. საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოში შემავალი განყოფილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს: ა) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს საექსპერტო შემოწმების განყოფილება უზრუნველყოფს: ა.ა) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებას; ა.ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას; ა.გ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; ა.დ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; ა.ე) სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვას; ა.ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას; ბ) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს ბალისტიკური შემოწმების განყოფილება უზრუნველყოფს: ბ.ა) იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას; ბ.ბ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას; გ) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება ახორციელებს: გ.ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრაციისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების ვიზუალურად შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას; გ.ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; გ.გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 13. სააგენტოსა და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უფლება აქვთ გამოიყენონ როგორც მატერიალური, აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტები.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები