ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარების და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარების და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016170
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
05/09/2014
ვებგვერდი, 11/09/2014
010260020.35.105.016170
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარების და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/09/2014 - 29/12/2016)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარების და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის  პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარების და არქიტექტურის სამსახურის  დებულება თანახმად  დანართისა.
მუხლი 2
 დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია



დანართი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარების და არქიტექტურის სამსახურის დებულება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარების   და არქიტექტურის სამსახური

მუხლი 1
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარების და არქიტექტურის სამსახური (შემდგომში - ,,სამსახური“) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას. 
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს გააჩნია  ბლანკი და   ბეჭედი სახელწოდებით საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარების და არქიტექტურის  სამსახური.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების განყოფილებებისაგან:
ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება;
ბ) ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის განყოფილება;   
გ) ქონების მართვის განყოფილება;
დ) ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება;    
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 
3.  სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვეტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და  განახლებას;
2. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
3.  წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
4. წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში  გადაცემის საკითხებზე;
5. ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
6. მუნიციპალიტეტის მონაწილეoბით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას.
7. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურეობის ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას  მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიცაციისა და განვითარებაზე;
8. არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელებას.
9. დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული ,,განაშენიანების რეგულირების წესები“-ს შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასახელებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირებას.
10. კანონმდებლობის შესაბამისად  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების შემუშავებასა და მშენებლობის პროცესზე ზედამხედველობას.
11. დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის პრინციპების დაცვას.
12. სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის საჯარო განხილვას.
13. შენობა-ნაგებობების (მათ შორის ხაზოვანი ობიექტების), მიწის ზედა და მიწის ქვეშა საინჟინრო  კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ბრძანებების პროექტების და სიცრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების განხილვას,  მომზადებასა  და  წარდგენას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან.
14. მშენებარე შენობა-ნაგებობების, საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის კონტროლს.
15. სათანადო კონტროლს ისტორიისა და კულტურის ძეგლების, გარემოსა და ტერიტორიების საინჟინრო პირობების დაცვაზე.
16.    კანონმდებლობით დადგენილი წესით წესრიგის დაცვას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე.
17. მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს მიწერილობები  სამშენებლო ნორმებისა  და წესების     მოთხოვნების  დარღვევათა გამოსწორების თაობაზე მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვას როდესაც ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;  
18. შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი, რომლის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომელთა გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია.
ბ) სამსახურის მიწერილობის, დადგენილ ვადაში  შეუსრულებლობა.
19. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების  თაობაზე.
20. კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად განახორციელოს მშენებლობა დამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მისაღებად;
21. კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად უნებართვო ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებაზე საკითხის მომზადებას.
22. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევის ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და სხვა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილ ზომების განხორციელებასა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის შედგენას.
23. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. ქონების მართვის განყოფილება
ქონების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების და საჭირო  დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;                    
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
დ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკითხებზე;
ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
თ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
ი)  მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 

მუხლი 5. ტრანსპორტის და საზოგადოებრივი ურთიერთობების განყოფილება უზრუნველყოფს:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ტრანსპორტის სფეროში ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების რეგულირებას;
2. მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის შემუშავებას, მის დაცვაზე ზედამხედველობასა და კონსულტაციების გაწევას;
3. ავტოტრანსპორტის პარკირებისა და ტაქსების გაჩერების ადგილების განსაზღვრას; ადგილობრივი სამგზავრო მარშრუტებზე დასაქმებულ მუნიციპალურ ავტობუსებსა და კერძო სექტორის მიკროავტობუსების მფლომელთა მიერ მოძრაობის განრიგის დაცვის მოთხოვნას;
4. სამგზავრო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობას;
5. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის რეგულირებასთან  დაკავშირებული პროექტების მომზადებას,  შესაბამისი საგზაო ნიშნებით და გზების ჰორიზონტალური მონიშვნებით;
6. მოქალაქეებიდან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან შემოსული წერილებისა და კორეპოდენციების განხილვასა და გადაწყვეტას;
7. გამგეობის მხრიდან საზოგადოებრივი დავალების შესრულებას;
8. მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 6. ინფრასტრუქტურის განყოფილება
 ინფრასტრუქტურის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტებისა და სტრატეგიების დადგენის მიზნით კვლევების ჩატარებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას;
ბ) შესაბამის სამსახურებთან ერთად საპროექტო წინადადებების მომზადებას;
გ) მუნიციპალიტეტში არსებული მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავებას;
დ) მუნიციპალიტეტის განვითარების პროექტების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებასა და დასაბუთებული წინადადებების მიღებას;
ე) შესრულებულ პროექტებზე დადგენილ ვადაში საინფორმაციო მაკეტის მომზადებას, შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებში წარდგენას;
ვ) გამგეობის თათბირებზე საკრებულოს სხდომებზე და კომისიებზე ინფრასტრუქტურის  დაგეგმვის მიმდინარეობის პროცესის შესახებ ინფორმაციის წარდგენას;
ზ) საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
თ) წლის შედეგების მიხედვით ინფრასტრუქტურის სფეროში განხორციელებული პროექტების ანალიტიკური ინფორმაციების შედგენასა და მომდევნო წლისათვის რეკომენდაციების შემუშავებას;
ი) მიმდინარე პროექტების შესრულების კონტროლს და გამგებლისათვის შესაბამისი წინადადების წარდგენას გამოვლენილი პრობლემების გადასაწყვეტად;
კ) ინფრასტრუქტურის საკითხებზე შესაბამისი  სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას.
ლ) მუნიპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
მ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით, კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
ნ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას.
ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
პ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანოიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 

მუხლი 7. ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის განყოფილება
1. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებიდან გამომდინარე განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)  დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირებას;
ბ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შეობათა განთავსების პირობების დადგენას;
გ) შემოსული საპროექტო დოკუმენტაციებზე სათანადო წინადადებებისა და დასკვნების მომზადებას;
დ) მშენებლობის პირობების დადგენას;
ე) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების პროექტების მომზადებას;
ვ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებულ პირთათვის.
2. ,,პროდუქთა უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის’’ კოდექსის შესაბამისად განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი წესების დარღვევის გამოვლენას, სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე საკითხის მომზადებას.
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვას, შესრულებაზე ზედამხედველობასა და კონტოლის განხორციელებას.   შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა.
გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევის ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და სხვა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილ ზომების განხორციელებასა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის შედგენას.
დ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში  და წესით განხილვას.
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 

მუხლი 8. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.