„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 541
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.018161
541
05/09/2014
ვებგვერდი, 09/09/2014
430210000.10.003.018161
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №541

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2013, 430210000.10.003.017173) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  პირველ  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-14 პუნქტი:

,,14. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული  დაფინანსების  გარდა,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად, გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის  შრომის  ანაზღაურებისათვის  395  ლარის  ოდენობით.“.

 2. 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. 2014  წელს  კერძო  სკოლებზე  გასაცემ ვაუჩერის ოდენობას დააკლდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა  გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების ბეჭდვისა და აკინძვის ღირებულების პროპორციული თანხა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და კერძო სკოლას შორის გაფორმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი