თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 26/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016179
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
08/09/2014
ვებგვერდი, 12/09/2014
010260020.35.154.016179
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/09/2014 - 23/02/2015)

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2014 წლის 8 სექტემბერი

დაბა თიანეთი

 

„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების“ დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №25 დადგენილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსკ - 010.260.020.35.154.000.383) .
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური



დანართი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  კულტურის,განათლების, ძეგლთა დაცვის,  სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულება

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. გამგეობის  კულტურის, განათლების  ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამსახური
       
1. გამგეობის  კულტურის, განათლების,  ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის   კულტურის, განათლების,  ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი.

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
     
 სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)  კულტურის, განათლების,   ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას;
ე) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;
ვ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ზ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

თავი II
სამსახურის სტრუქტურა

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურული აგებულება
   
1. სამსახური შედგება სამსახურის  უფროსისა  და მოხელეებისაგან:
ა) მთავარი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში;
ბ) მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში. 
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით  და გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3.  სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით და ამ დებულებით.  სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თავი III
სამსახურის მოხელეთა ფუნქციები

მუხლი 4. მთავარი სპეციალისტი  განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის  საკითხებში                  
     
მთავარი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვას, წინადადებების შემუშავებას მათი დაცვის, შენარჩუნების და პოპულარიზაციის საკითხებთან დაკავშირებით;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 5. მთავარი  სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის  საკითხებში
     
მთავარი  სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის  საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტისა და ახალგაზრდობის  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებების მომზადებას არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.