„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016033
33
05/09/2014
ვებგვერდი, 12/09/2014
010250050.35.172.016033
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ. ამბროლაური

 

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილებით (www.matsne.gov.ge,  16/07/2014; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016001) დამტკიცებულ ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შევიდეს  შემდეგი ცვლილებები:

   ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. საკრებულოს მორიგი სხდომები, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს (ხოლო, თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს)“

   ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ  მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას“.

      გ) 110-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

   ,,11 საკრებულოს სხდომის მსვლელობა შესაძლებელია აღბეჭდილ იქნეს აუდიომატარებელზე, ასეთ შემთხვევაში, სხდომის ჩანაწერი დაერთოს სხდომის ოქმს და ინახება სხვა მასალებთან ერთად, 111-ე მუხლის შესაბამისად.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება განისაზღვროს 2014 წლის 01 ოქტომბრიდან.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე