დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიცპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.136.016138 |
|
„ხულოს მუნიცპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხულოს მუნიცპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №15 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელს ლაშა ბოლქვაძეს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი
|
თავი I
ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით;
|
მუხლი 2.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით;
|
მუხლი 3.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9 037 631 ლარის ოდენობით;
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 125 400 ლარის ოდენობით;
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8 661 436 ლარის ოდენობით;
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 250 795 ლარის ოდენობით;
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5 524 706 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით;
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება4 100 301ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 100 301 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარის ოდენობით;
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 9 625 007 ლარით;
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო-587 376 ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება-587 376 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 587 376 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 90 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვისგამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 15.
მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესება ხულოს მუნიციპალიტეტში |
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში (გრანტი) განსახორციელებელი ღონისძიება (მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესება ხულოს მუნიციპალიტეტში) განხორციელდეს შესაბამისი პროგრამით, სადაც გათვალისწინებული იქნება თანადაფინანსების ხარჯი. |
თავი II
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკით, ინვენტარით და უნიფორმებით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება, ასევე მათი სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა-სახანძრო-სამაშველო სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით და უნიფორმებით უზრუნველყოფა. დაგეგმილია უნიფორმის და ახალი სახანძრო სპეცმანქანის შეძენა, რომელიც უზრუნველყობს სამსახურის გამართულ და ოპერატიულ მუშაობას. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის გამართვა–კეთილმოწყობის, გარე განათების, გამწვანების, სანიტარული დასუფთავების, სანიაღვრე არხების და კანალიზაციის მომსახურების სამუშაოები, ასევე განხორციელდება არსებულიც ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) - დაგეგმილია სოფელ ბარდნარში მეწყერის შედეგად დაზიანებული მისასვლელი გზის აღდგენა, რისთვისაც საჭიროა გზის გაფართოება და კერძო მფობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების შესყიდვა. - მოსახლეობის თხოვნით დაგეგმილია ხულო-ბეშუმის მიმართულებით უფასო მიკრო ავტობუსის დანიშვნა, რომლის აუცილებლობაც გამოწვეულია მგზავრთა სიმრავლით. დღის განმავლობაში შესრულდება ორი რეისი და იფუნქციონირებს მანამ სანამ მოსახლეობა იმყოფება სამთო იალაღებზე. 2.2 ა(ა)იპ “ხულო-თაგო”-ს ბაგირგზა (პროგრამული კოდი 0302) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა თავისირთული რელიეფური მდებარეობით, მათ შორის განსაკუთრებულად დიდ სირთულეს წარმოადგენს სოფელ თაგოს მოსახლეობისათვის დაბახულოს თანდამაკავშირებელი გზითსარგებლობა, რამაც შექმნა “ხულო-თაგო”-ს სატვირთო-სამგზავრო ბაგირ გზის არსებობის აუცილებლობა. აღნიშნული ტრანსპორტით სარგებლობს, როგორც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ასევე დიდ მოწონებას და ინტერესს იწვევს ტურისტულ ჯგუფებშიც. ბაგირგიზის ექსპლოატაციას და ობიექტისგამართულმუშაობასუზრუნველყობს ა(ა)იპ „ხულო–თაგოს“ ბაგირგზა. ბაგირგზის მცირე შემოსავლების გამო (20 თეთრი) მის ფუნქციონირებას ფინანსურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. 2.3 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საბინაო ამხანაგობებზე დახმარება, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, წყლის სისტემების მოვლის ღონისძიებები, საპროექტო-საკადასტრო სამუშაოები, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოვლა შენახვა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტის მიმდინარე შეკეთების სამუშაოები და ქუჩების მოვლის ღონისძიებები. 2.3.1 საბინაო ამხანაგებობის ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს საბინაო ამხანაგობებზე ხელშწყობას, კერძოდ სახურავების შეკეთებას, ეზოების, სადარბაზოების და სარდაფების კეთილმოწყობას. 2.3.2 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 03) - „დაბა ხულოსა და სასოფლო ცენტრების გარე განათების“ მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელების სრულყოფა, ენერგიის დაზოგვისაკენ მიმართული ღონისძიებების დანერგვა, განათების თანამედროვე წყაროების, ახალი მასალების გამოყენება, ღამით უსაფრთხოებისათვის ხელის შეწყობა. გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 56 დასახლებულ პუნქტში 1569-მდე წერტილის მომსახურება. - მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გათვალისწინებულია ყოფილი უნივერმაღის შენობიდან ქვედა ვაშლოვანის გზაჯვარედინამდე გარე განათების ქსელის მოწყობა. რისი აუცილებლობაც გამოწვეულია აღნიშნული ტერიტორიის ცენტრალური მდებარეობით (ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა), სატრანსპორტო და ქვეითად მოსიარულეთა სიმრავლით. - დაგეგმილია ტრანსფორმატორების შეკეთება სამთო იალაღებზე, კერძოდ რიყეთისა და თხილვანის მთებში, სადაც ტრანსფორმატორები დაზიანებულია და აუცილებელია მისი შეკეთება. 2.3.3 დაბა ხულოსა და სასოფლო ცენტრების სანიტარიული დასუფთავების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 04) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქცია სწარმოადგენს კეთილსაიმედო და ეკოლოგიურად სუფთა სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის დაბის და თემის ცენტრებში ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება, ასევე მწვანე საფარის დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. ზამთრის პერიოდში განხორციელდება ტერიტორიის დასუფთავება ჭარბი თოვლისა და ყინულისაგან. ასევე გათვალისწინებულია კურორტი ბეშუმიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. 2.3.4 უპატრონო და მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 05) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო და მაწანწალა ცხოველების რაოდენობა ბოლო წლებში მატულობს, რაც საშიში დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების იზოლირება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.3.5 ა(ა)იპ ხულოს წყალკანალი (პროგრამული კოდი 03 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“-ს მეშვეობით ხორციელდება დაბა ხულოსა და მიმდებარე სოფლების სასმელი წყლით მომარაგება. დაბა ხულოში სასმელი წყლის მიწოდება ხდება ყველა ოჯახზე, თუმცა მომარაგება ჯერჯერობით 24-საათიანი რეჟიმით არ ხორციელდება. რაიონში ფუნქციონირებს 26 წყალსადენი. დაბის წყალსადენის გარდა ყველა წყალსადენი 24-საათიანი რეჟიმით უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას. 2.3.6 სასმელი წყლის მილების შეძენა, წყალსადენების რეაბილიტაცია-რემონტი (პროგრამულიკოდი 03 03 07) - მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაგეგმილია სასმელი წყლის მილების შეძენა, რითაც გაუმჯობესდება მოსახლეობის წყლით მომარაგების მდგომარეობა. - სათანადო კვლევების შემდეგ დაგეგმილია დაბა ხულოს წყალსადენის სრული რეაბილიტაცია, 24 საათიანი წყალმომარაგებისა და მიწოდებული წყლის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. პროგრამა გათვლილია რამდენიმე წელზე. - კვატიაში (სოფ. ოხორა) დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, რითაც გაუმჯობესდება მოსახლეობის წყლით მომარაგების მდგომარეობა. 2.3.7 საპროექტო-საკადასტრო აზომვითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დასარეგისტრირებელი შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოები, აგრეთვე რაიონის წყალმომარაგების და წყალსადენების სათავე ნაგებობების სანიტარიული დაცვის ზონების სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკვლევა-შესწავლა, მიმდინარე და შემდგომი წლის პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. 2.3.8 სანიაღვრე არხების და კანალიზაციის რეაბილიტაციის და მოვლა–შენახვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 09) - დაბაში არსებული სანიაღვრე და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის გაწმენდისა და მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოებისათვის გათვალისწინებულია „სანიაღვრე არხების მოვლა-შენახვის’’ მიზნობრივი პროგრამა. - გათვალისწინებულია 2013 წელს დაწყებული დაბის საკანალიზაციო ქსელის ნაწილის რეაბილიტაცია, რომელიც დასრულებულია. - დაგეგმილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე გამავალი საკანალიზაციო მილების შეცვლა და სოფელ დეკანაშვილებში კანალიზაციის დამატებითი შტოების მოწყობა. - დაგეგმილია სოფელ დეკანაშვილების ცალკეულ უბნებზე სანიაღვრე არხების მოწყობა გოფრირებული მილებით. - მოსახლეობის მოთხოვნით დაგეგმილია სოფელ ბაკოში არსებულ ტბასთან დრენაჟის მოწყობა. - დაგეგმილია სოფელ გორგაძეებსა და ლაბაიძეეს შორის გზის მონაკვეთზე გოფრირებული მილების მოწყობა. 2.3.9 ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა–შენახვის პროგრამა (პროგრამულიკოდი 03 03 10) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ობიეტების მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები, ზამთრის პერიოდში დაბის ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა. 2.4 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საყრდენი კედლების მოწყობა, სკვერების და ქუჩების გამწვანების სამუშაოები, დაბაში თეატრონის ნაგებობის რეაბილიტაცია, ხიხაძირის ადმინისტრაციული შენობისათვის ყოფილი სასკოლო ინტერნატის შენობის რეკონსტრუქცია-რემონტი, ფუშრუკაულის თემის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, მუნიციპალური შენობების გამრიცხველიანება, მოსაცდელების მშენებლობა, გამგეობის შენობის მიმდინარე რემონტი. 2.4.1 მუნიციპალურის კვერების, ქუჩებისა და ფასადების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 01) - ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დარჩენილი საყრდენი კედლების მოწყობა. დაბის ტერიტორიაზე 2012-2013 წლების განმავლობაში მიმდინარეობდა არსებული საყრდენი კედლების აღდგენა და ახალი კედლების მოწყობა. სარეაბილიტაციოდ რჩება საყრდენი კედლები, რომლებიც ნაწილობრივ ჩამოშლილია და ვერ ასრულებს ფუნქციურ დანიშნულებას. - დაგეგმილია სოფელ დიდაჭარაში სკოლის და ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობა, რაც აუცილებელია აღნიშნული შენობების უსაფრთხოებისათვის. – დაგეგმილია ხიხაძირის ადმინისტრაციული შენობის ეზოს კეთილმოწყობა. 2.4.2 დაბა ხულოსა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული პარკების, სკვერების და მოედნების გამწვანება მოვლა-შენახვა, შადრევნების მოვლა-შენახვა, ერთწლიანი სეზონური ყვავილების შეძენა-მოვლა, ხეებისა და ბუჩქების გასხვლა-გაფორმება, კეთილმოწყობილი დაბის სკვერისათვის დეკორატიული მცენარეების შეძენა. 2.4.3 მუნიციპალური შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04 03) - დაბაში თეატრონის ნაგებობის რეაბილიტაცია – ნაგებობა წარმოადგენს დაბის ცენტრალური სკვერის დაბოლოებას, სადაც იმართებასადღესასწაულო ღონისძიებები. ნაგებობა აგებულია მძიმე მონოლითური კონსტრუქციებით გასული საუკუნის 80-იან წლებში, რომელიც ამორტიზირებული და დაბზარულია, ემუქრება დაშლის საფრთხე. თეატრონის ქვედა სართულზე მოწყობილი იყო საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომელიც ერთადერთია დაბის მთავარ ნაწილში და მისი აღდგენა აუცილებელია. რეაბილიტაციით გათვალისწინებულია ამორტიზირებული კონსტრუქციის დაშლა და ახალი მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობა თანამედროვე არქიტექტურით და ადრინდელი ფუნქციების შენარჩუნებით. - ხიხაძირის ადმინისტრაციული შენობისათვის ყოფილი სასკოლო ინტერნატის შენობის რეკონსტრუქცია-რემონტი - ხიხაძირის ცენტრში არსებული ყოფილი სასკოლო ინტერნატის შენობის ერთ ნაწილში განთავსებულია საბავშვო ბაღი, შენობის დარჩენილი ნაწილი განიცდის სწრაფ ცვეთას და საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას, რის შემდეგაც შესაძლებელია განთავსდეს ადმინისტრაციული სათავსოები და დარბაზი მოსახლეობის შეკრებისათვის. - ფუშრუკაულის თემის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა – ფუშრუკაულის თემს, არ გააჩნია საერთო ადმინისტრაციული შენობა, სადაც შესაძლებელი იქნება თემის მოსახლეობის თავშეყრა და სხვადასხვა ღონისძიებების თუ შეხვედრების უზრუნველყოფა. რისთვისაც მიზანშეწონილია თემის ცეტრში აშენდეს ახალი ადმინისტრაციული შენობა, რითაც მოსახლეობას გაუჩნდება ნორმალური თავშეყრის ადგილი, გაუმჯობესდება ფუშრუკაულის თემის ცენტრის იერსახე. - მუნიციპალური შენობების გამრიცხველიანება – ბოლო წლებში სოფლის პროგრამით აშენებული სოფლის სახლები და სხვა ნაგებობები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ცალკეული ადმინისტრაციული შენობები საჭიროებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფას და შესაბამისად გამრიცხველიანებას. - მოსაცდელების მშენებლობა – გათვალისწინებულია ხუთი მოსაცდელის მშენებლობა (ოქრუაშვილები, ბაკო, შქერნალი, ირემაძეები, მახალაკური). გამგეობის შენობის მიმდინარე რემონტი - გათვალისწინებულია ელექტრო გაყვანილობის, სველი წერტილების და დარბაზის რემონტი. დანისპარაულის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა - შენობის მშენებლობა დაწყებულია 2013 წელს, უამინდობის გამო სამუშაოები ვერ დამთავრდა და დასრულდა მიმდინარე წელს. 2.5 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა–რეაბილიტაცია - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 05) გათვლისწინებული მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოსახლეობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება დამტკიცებული ნუსხის მიხედვით. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1 ა(ა)იპ ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით სკოლამდელ განათლებას მიიღებს 390 ბავშვი. მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველახარჯს, უზრუნველყობს სხვადასხვა ინვენტარით და ტექნიკით, რათა ბავშვებს მიეცეთ ნორმალური და სრულყოფილი განვითარების საშუალება. 3.2 საბავშვო ბაღების მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების მშენებლობას და რემონტს. მიმდინარეწლისათვის დაგეგმილიახუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რემონტი,სოფელ ქედლებში და ღურტაში საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა ორ-ორ ჯგუფზე (45–50 ბავშვი), სოფელ რიყეთში და კვატიაში ერთ ჯგუფზე (25–30 ბავშვი), აგრეთვე დაგეგმილია ღორჯომის ბაგა-ბაღის რემონტი,რაც უზრუნველყოფს სკოლანდელი აღზრდის ბავშვთა განვითარებას, საერთო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, ასევე ხელი შეეწყობა მოსახლეობის დასაქმებას და გაუმჯობესდება სოფლის მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე გათვალისწინებულია 2013 წელს დაწყებული დიდაჭარის საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა, რაცდასრულებულია. 3.3 სკოლების მშენებლობა-რემონტი (პროგრამულიკოდი 04 03) გათვალისწინებულია სხანდრის დაწყებითი სკოლის შენობის რემონტი და შურმულის დაწყებითი სკოლის ეზოს კეთილმოწყობა. 3.4 კომპიუტერისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამულიკოდი 04 04) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები, როგორც ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ასევე ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობისათვის კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლას. მსურველთა კონტინგენტი დიდია, რის გამოც გათვალისწინებულია 3 ჯგუფის მომსახურეობა 60 ბენეფიციარზე. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ხულოს მუნიციპალიტეტი გამორჩეულია სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებითა და შედეგებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობის მიერ მიღწეული არაერთი გამარჯვება სპორტის სხვადასხვა სფეროში. მიუხედავად ამისა ამ კუთხით აუცილებელია კიდევ უფრო ფართო ღონისძიებების გატარება, რაც გათვალისწინებულია სპორტული ღონისძიებების პროგრამაში და ა(ა)იპ - ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის საქმიანობაში, აგრეთვე გათვალისწინებულია სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე ინვენტარით უზრუნველყოფა. 4.1.1 ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01) სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, სპორტული მუშაობის გაუმჯობესებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის შემდგომი განვითარებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა, რომლის ფინანსურად უზრუნველყოფას ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტი. სკოლაში სწავლობს 470 ბავშვი, ფუნქცინირებს ჭიდაობის, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, რაგბის, სათხილამურო სპორტის, ჭადრაკის ჯგუფები. მეცადინეობები ტარდება სკოლის შემდგომ პერიოდში. დაგეგმილია სტიქიის შედეგად დაზიანებული დიდაჭარის ჭადრაკის სახლის შენობის გადატანა სხვა უსაფრთხო ადგილას. 4.1.2 სპორტული ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული და მასობრივი გამაჯანსაღებელი მუშაობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების შემდგომ განვითარებას და პოპულარიზაციას. მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობენ საქართველოს მაშტაბით დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში, ტურნირებში. ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს განსაკუთრებული წარმეტებები აქვთ ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში, (არიან ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიადის პრიზიორები), ვითარდება სათხილამურო სპორტი და ძალოსნობის სხვადასხვა სახეობები. წარმატებული სპორტსმენების წახალისება ხდება საჩუქრებით, ჯილდოებით და წლის ბოლოს გამორჩეული სპორტსმენები საჩუქრდებიან ფულადი ფორმით. 4.1.3 სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამი ახალი სპორტული მოედნის მშენებლობას სოფელ მეკეიძეებში, დიაკონიძეებში, კალოთაში და გორგაძეებში. აღნიშნულ სოფლებს არ გააჩნია არცერთი სახის სპორტული ნაგებობა და მოედანი, რისთვისაც აუცილებელია მოეწყოს კომბინირებული მინი სპორტული მოედანი ხელოვნური საფარით, რაც უზრუნველყობს მოსწავლე ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორ გამოყენებას და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას. ასევე იგეგმება ოქრუაშვილებისა, რიყეთის, ღორჯომის არსებულ მოედნებზე ხელოვნური საფარის მოწყობა და ვაშლოვანის მოედნის შემოღობვა, აგრეთვე ზედა ვაშლოვანისა და განახლების მინი მოედნების რემონტი. 4.1.4 სპორტული ინვენტარის შეძენა (პროგრამული კოდი 05 01 04) გათვალისწინებულია სპორტული ინვენტარის (ტენისის მაგიდები, ფეხბურთის და ფრენბურთის ბადეები, ბურთები, ჭადრაკი, ბილიარდი დასხვ) შეძენა. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის აღზრდას, წარმოჩენას და გამოვლინებას ხელს უწყობს მუნიციპალიტეტი. ამ კუთხით დაბაში მოქმედებს სახელოვნებო სკოლა, სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, კულტურის ცენტრი, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული პროგრამებით ღონისძიებები, კონფერენციები და ღირშესანიშნავი დღეებისადმი მიძღვნილი საღამოები. 4.2.1 ა(ა)იპ ხულოს სახელოვნებო სკოლა (პროგრამულიკოდი 05 02 01) დაბა ხულოში ფუნქციონირებს სახელოვნებო სკოლა, რომელიც ემსახურება ბავშვების სწავლა-განათლებას და აღზრდას სახვით ხელოვნებასა და მუსიკაში. სკოლაში სწავლობს 85 ბავშვი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლების სიმცირის გათვალისწინებით, შესაბამისად დაბალია სწავლის ღირებულება და იგი შეადგენს თვეში 5 ლარს. 4.2.2 ა(ა)იპ ხულოს მულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) კულტურული ტრადიციების დაცვის დაგაგრძელების მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, რომლის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კულტურის ცენტრი ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, ქმნის შესაბამის პირობებს, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება. კულტურის ცენტრში ფუნქცინირებს ფოლკლორული დაქორეოგრაფიული წრეები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი. თემებში არსებული კლუბები ხელს უწყობენ ადგილობრივ მოსახლეობისათვის დამახასიათებელი ქორეოგრაფიული თუ სხვა ტრადიციების შენარჩუნებას და წარმოჩენას (ბერმუხა, ქალთა ფოლკლორული ჯგუფები, ანსამბლი „არგინეთი“ და სხვა). 4.2.3 სსიპ ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 03) ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა საკუთარი შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, შესაბამისად საჭიროა მისი ფინანსური მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, რათა კვლავინდებურად გააგრძელოს თავისი ტრადიციები.თეატრი ახორციელებს წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპექტაკლების წარმოდგენას, ასევე შენობაში ტარდება რაიონისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც ხელს უწყობს რაიონის კულტურულიცხოვრების გაჯანსაღებას. 4.2.4 კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ღირშესანიშნავი დღეების აღნიშვნას, ნიჭიერი ახალგაზრდობის გამოვლენას, წარმატებული ახალგაზრების წახალისებას საჩუქრებით და საინტერესო პროექტების ხელშეწყობას. მუნიციპალიტეტისათვის ტრადიციული ღონისძიებების მათ შორის შუამთობის, ტბელობის, დიდაჭარობის ორგანიზება–ჩატარებას, რომლის დროსაც იმართება კონცერტები, სპორტული და სხვა შეჯიბრებები. ტარდება სტუდენტებთან და წარჩინებულ მოსწავლეებთან, დამსახურებულ პედაგოგებთან შეხვედრები. თვითშემოქმედი კოლექტივები და კულტურის ცენტრთან არსებული სხვადასხვა ანსამბლები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში. ტარდება თვითშემოქმედი კოლექტივების დათვალიერებები და გამორჩეული კოლექტივები მონაწილეობენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში. 4.2.5 კულტურის ობიექტების მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 05 02 06) - ქვეპროგრამა ითვალისწინებდა სოფელ თხილვანის მუზეუმის რემონტს, სადაც გათვალისწინებული იყო სახურავის, სხვა სათავსების რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა, რაც დასრულებულია. - იგეგმება საციხურის კულტურის სახლის რემონტი. შენობა ავარიულია, იგი ერთადერთი კაპიტალური ნაგებობაა საციხურის თემში და მისი შემდგომი გამოყენებისათვის აუცილებელია კაპიტალური რემონტის ჩატარება, რითაც ხელი შეეწყობა თემის მოსახლეობის კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობას. - ასევე იგეგმება სხალთის მუზეუმის რემონტი,სადაც გათვალისწინებულია ერთი ოთახის რემონტი,სველი წერტილებისა და საყრდენი კედლის მოწყობა. - დაბის მუზეუმთან დაგეგმილია ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობა შენობის რეკონსტრუქცია-რემონტით. 4.2.6 ახალგაზრდობის სამოქალაქო-საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობისა და ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 08) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოზარდებთან მუშაობას, რომლის მიზანია ახალგაზრდებში შემეცნებითი და ინტელექტუალური დონის ამაღლება. აგრეთვე ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება. 4.2.7 ა(ა)იპ კურორტი ბეშუმი (პროგრამული კოდი 05 02 09) ქვეპროგრამა ითვალისწინებს კურორტ ბეშუმში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, კურორტის ტერიტორიის დასუფთავებას, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მომსახურებას, ზამთრის პერიოდში ინფრასტრუქტურის დაცვის და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0600) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა დაავადებებისაგან. ასევე მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ჯანმრთელობის დაცვის უპირველესი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის შესწავლა, მათი გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა, ინდივიდუალური და კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომის უნარიანობის შენარჩუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა-რემონტი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები მოწოდებულია, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობა, სოციალურად დაუცველ ფენებზე, ქრონიკულად დაავადებულ პირებზე და ბავშვებზე ზრუნვა, ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და განმტკიცებისათვის. 5.1.1 სასწრაფო დახმარებისა და ამბულატორიების მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ღორჯომის, აგარის და ხიხაძირის ტერიტორიული ორგანოების მოსახლეობისათვის და კურორტი ,,ბეშუმის” (სეზონურად) დამსვენებელთათვის საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, რისი აუცილებლობაც გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული ტერიტორიები დიდი მანძილით არის დაშორებული მუნიციპალიტეტის ცენტრიდან და ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს მოსახლეობისათვის დროულად და ოპერატიულად მომსახურეობას. აგრეთვე გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 8 ამბულატორიის სატრანსპორტო და კომუნალური ხარჯები. 5.1.2 ქრონიკულად პროგრესირებადი (ეპილეფსია) დაავადებების მედიკამენტოზური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებებით (ეპილეფსია) დაავადებულ ბავშვების თუ მოზარდების ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება52ბენეფიციარზე. 5.1.3 ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამაითვალისწინებს სოფელ ბოძაურში და მთისუბანში თემის სამედიცინო პუნქტის მშენებლობას და სოფელდიდაჭარაში ამბულატორიის მშენებლობის თანადაფინანსებას, რაც უზრუნველყობს სოფლის მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0602) საზოგადოების ყველა წევრს, არ შეუძლია ამათუიმ მიზეზების გამო უზრუნველყოს მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ნორმალური დონე, ამიტომ აუცილებელია შრომის უუნარომო სახლეობაზე, სოციალურად დაუცველ ფენებზე დახმარება. განსაკუთრებით მზრუნველობის საგანს წარმოადგენენ ინვალიდები და ომის ვეტერნები, მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები. 5.2.1 სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ხულოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილია ერთი სასადილო და ბახულოში, რომელიც ემსახურება 40 ბენეფიციარს ყოველდღე უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. 5.2.2 ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების, კერძოდმეორე მსოფლიო ომშიდაღუპულთა, ომის მონაწილე ვეტერნების და მარჩენალ დაკარგულთა სარიტუალო მომსახურების, მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. სადღესასწაულო დღეების დროს გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანზე დახმარება 500 ლარის, ხოლო ვეტერანთა ქვრივზე 300 ლარის ოდენობით (სულ 1 ვეტერანი და 1 ქვრივი), ხოლო დაკრძალვაზე გათვალისწინებულია 250 ლარი. 5.2.3 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 0602 03) ქვეპროგრამით ხორციელდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთმყოფი (57000 ქულაზენაკლები) ოჯახების მატერიალური დახმარება, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას, საშუალოდ 100 ოჯახზე 250 ლარის ოდენობით. 5.2.4 ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 0602 04) მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური სტიმულირების მიზნით მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ფინანსურ დახმარებას, კერძოდ ყოველ მე-3 შვილზე 500 ლარი, მე-4 შვილზე 700 ლარი, მეხუთე და შემდგომზე 900 ლარი. პროგრამა გათვლილია წლის განმავლობაში საშუალოდ 86 ბენეფიცარზე. 5.2.5 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე) ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 0602 05) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მრავალშვილიანი ოჯახების სიმრავლით, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, აღნიშნულის გამო დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით, პროგრამა გათვლილია საშუალოდ 60 ოჯახზე. 5.2.618 წლამდე დედ–მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას, მათთვის მატერიალური და მორალური მხარდაჭერისათვის, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბავშვებს, არაქვსელემენტარული სახსრები, რაც ესაჭიროება მათ განვითარებას და აღზრდას. პროგრამა გათვლილია 4 მოზარდზე. ბავშვები ცხოვრობენ ოჯახებში. დახმარების გაცემა წარმოებს წლის განმავლობაში 1000 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე. 5.2.7 დიალეზის პროგრამაში ჩართული ხულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ტრანსპორტირების მიზნობრივი პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 0210) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ქ. ბათუმის კლინიკებში დიალეზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირების ხარჯებს. პროგრამა გათვლილია12 ბენეფიციარზე და 3 თანხლებ პირზე. 5.2.8 მუნიციპალიტეტში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის (0-57000 ქულამდე) საცხოვრებელი სახლების სახურავებისათვის თუნუქის ფურცლების შეძენის მიზნობრივი პროგრამა(პროგრამულიკოდი 06 02 11) ქვეპროგრამა ითვალისწინებს 0-დან 57000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის თუნუქის ფურცლით დახმარებას, რომელთა საცხოვრებელი სახლებისსახურავი არის ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებს აუცილებელ გადახურვას.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებები 9 625 007ლარის ოდენობით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში განსახორციელებელი ანგარიშსწორებები |
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების (ასევე სხვა შესყიდვების), ასევე, სხვადასხვა სახის გადასახდელების ანგარიშსწორება განხორციელდეს საქონლის/მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი) საფუძველზე. |
მუხლი 18.
პრემიები და დანამატები |
2014 წლის განმავლობაში ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატების გაცემა განხორციელდეს მათთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 19.
ასიგნებების დაფინანსება |
ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით. |
მუხლი 20.
დადგენილების ამოქმედება |
ეს დადგენილება ამოქმედდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge) გამოქვეყნებისთანავე.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები