საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 538
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018158
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
538
05/09/2014
ვებგვერდი, 09/09/2014
300160070.10.003.018158
საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/09/2014 - 06/03/2020)

საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №538

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
  პროდუქტის  უსაფრთხოებისა  და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103–ე მუხლის მე–5 ნაწილის, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე  მისათითებელი  სამედიცინო  გაფრთხილებების ტექნიკური რეგლამენტი“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 27 მარტის №122/ნ ბრძანება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი 1
საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების  წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე  მისათითებელი

სამედიცინო გაფრთხილებების

ტექნიკური რეგლამენტი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია თამბაქოს ნაწარმის წარმოებასთან, რეალიზაციასა და/ან იმპორტთან, ასევე, ორგანიზაციებზე, რომლებიც ეწევიან სარეკლამო საქმიანობას.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტში  გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) თამბაქოს ნაწარმი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი ნაწარმი, გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებებისა, რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, დასაღეჭად ან შესასუნთქად, მათ შორის:

ა.ა) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები;

ა.ბ) პაპიროსები, სიგარები და სიგარილები;

ა.გ) საჩიბუხე თამბაქო;

ა.დ) შესახვევი თუთუნი;

ა.ე) დასაღეჭი და შესასუნთქი თამბაქო.

ბ) არმოსაწევი თამბაქო – თამბაქოს ნაწარმი, რომელიც არ არის განკუთვნილი მოსაწევად, კერძოდ, დასაღეჭი, საწუწნი ან შესასუნთქი თამბაქო;

გ) თამბაქოს მოწევა - თამბაქოს ნაწარმის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის შესუნთქვა;

დ) სამედიცინო გაფრთხილება - თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პიქტოგრამას;

ე) თამბაქოს ნაწარმის შემცველები – თამბაქოს ნაწარმის კვამლში შემავალი ნიკოტინი, კუპრი და მხუთავი აირი;

ვ)  ნიკოტინი - ნიკოტინის ალკალოიდები;

ზ) კუპრი - თამბაქოს კვამლის ნედლი, გაუწყლოებული და ნიკოტინგამოცლილი კონდენსანტი;

თ) მხუთავი აირი – ნახშირბადის მონოქსიდი (CO);

ი) როტაცია – სამედიცინო გაფრთხილების მონაცვლეობა.

 

მუხლი 3. თამბაქოს ნაწარმის (გარდა არმოსაწევი თამბაქოს, სიგარებისა და სიგარილებისა) კვამლში ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმები, მათი გაზომვისა და რეგულირების წესი

1. საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის (გარდა არმოსაწევი თამბაქოს, სიგარებისა და სიგარილებისა) კვამლში ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის კონცენტრაცია უნდა იყოს არა უმეტეს:

ა)  კუპრისათვის – 10 მგ-ს ერთ ღერზე;

ბ)  ნიკოტინისათვის – 1 მგ-ს ერთ ღერზე;

გ) მხუთავი აირის - 10 მგ-ს ერთ ღერზე.

2. თამბაქოს  ნაწარმის (გარდა არმოსაწევი თამბაქოსი) კვამლში კუპრის ნიკოტინისა და მხუთავი აირის კონცენტრაცია უნდა განისაზღვროს:

ა)  ნიკოტინი სსო (ISO) -10315-ით;

ბ) კუპრი სსო (ISO) - 4387-ით;

გ) მხუთავი აირის  სსო (ISO) - 8454-ით;

დ) შეფუთვაზე განთავსებისთვის კუპრის, ნიკოტინის და მხუთავი აირის კონცენტრაციების სიზუსტე  ვერიფიცირებულ უნდა იქნეს  სსო (ISO)-8243 სტანდარტით.

3. მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ, უნდა წარუდგინოს მას აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ შესაბამის თამბაქოს ნაწარმზე გაცემული თამბაქოს  ნაწარმის შემცველების კონცენტრაციის  ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სსო (ISO) სტანდარტებით განსაზღვრის დამადასტურებელი დასკვნა (დასკვნები).

4. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა და ბლოკზე უნდა განთავსდეს ინფორმაცია მისი შემცველების კონცენტრაციის შესახებ, რომელიც შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სსო (ISO) სტანდარტებით განსაზღვრის შედეგებს.

 

 მუხლი 4.  საქართველოში თამბაქოს ნაწარმის რეკლამაზე (გარდა რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით) განსათავსებელი სამედიცინო გაფრთხილებები

1. თამბაქოს ნაწარმის რეკლამაზე (გარდა რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით) განთავსებულ უნდა იქნეს შემდეგი სახის ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება: „მოწევა კლავს“.

2. თამბაქოს ნაწარმის რეკლამაზე (გარდა რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით) განთავსებულ  უნდა იქნეს შემდეგი დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა) მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს;

ბ) მოწევამ შესაძლოა შეასუსტოს სისხლის ნაკადი და გამოიწვიოს იმპოტენცია;

გ) მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას.

3. თამბაქოს  ნაწარმის რეკლამაზე (გარდა რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით) განთავსებულ უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ძირითადი გაფრთხილება და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი გაფრთხილებებიდან ერთ-ერთი.

 

მუხლი 5. საქართველოში თამბაქოს ნაწარმის რეკლამაზე სამედიცინო გაფრთხილებების განთავსების ტექნიკური პარამეტრები

თამბაქოს ნაწარმის რეკლამაზე განთავსებისათვის სამედიცინო გაფრთხილების წარწერა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ პარამეტრებს:

ა) ძირითადი გაფრთხილება განთავსებულ უნდა იქნეს გაფრთხილებისთვის გამოყოფილი ფართის პირველ ხაზზე, ხოლო დამატებითი გაფრთხილება - მომდევნო ხაზ(ებ)ზე, ამასთან, დამატებითი გაფრთხილება უნდა იყოს გამოყოფილი ძირითადი გაფრთხილებისაგან;

ბ) შესრულებულ უნდა იქნეს თეთრ ფონზე შავი ასოებით, ან შავ ფონზე თეთრი ასოებით, ტექსტის შრიფტად გამოყენებულ იქნეს სილფაენ (Sylfaen) და იყოს გამუქებული;

გ) ფონტი უნდა იყოს იმ მაქსიმალური ზომის, რათა წარწერამ სრულად დაიკავოს მისთვის გამოყოფილი ფართი, ამასთან, წარწერა არ უნდა ეხებოდეს ფართის კიდეებს;

დ) განლაგება უნდა იყოს ცენტრალური სწორებით;

ე) ინტერვალები და ხაზებს შორის დაშორება უნდა იყოს სტანდარტული.

 

მუხლი 6.  საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განსათავსებელი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები

1. საქართველოში (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განთავსებულ უნდა იქნეს შემდეგი სახის ძირითადი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა) მოწევა კლავს;

ბ) მწეველები კვდებიან ადრე;

გ) მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფთ.

2. საქართველოში (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განთავსებულ უნდა იქნეს შემდეგი სახის დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა) მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს;

ბ) მოწევა ავიწროვებს სისხლძარღვებს, იწვევს გულის შეტევებს და ინსულტს;

გ) მოწევა ორსულობის დროს აზიანებს თქვენს ნაყოფს;

დ) მოწევა იწვევს თამბაქოსადმი ძლიერი დამოკიდებულების განვითარებას, არ დაიწყოთ მოწევა;

ე) მოწევამ შესაძლოა შეასუსტოს სისხლის ნაკადი და გამოიწვიოს იმპოტენცია;

ვ) მოწევა მოქმედებს სპერმაზე და შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა;

ზ) დაიცავით ბავშვები, ნუ აიძულებთ მათ ისუნთქონ თამბაქოს კვამლი;

თ) მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს  ნელი და მტანჯველი სიკვდილი;

ი)  მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას.

3. საქართველოში (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე დამატებით სამედიცინო გაფრთხილებებთან ერთად განთავსებულ უნდა იქნეს შემდეგი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შესაბამისი წარწერით: „მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა“.

4. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში  რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ქართულ ენაზე შესრულებულ ძირითად და დამატებით სამედიცინო გაფრთხილებებთან, საკონტაქტო ტელეფონის ნომერსა და თანდართულ ტექსტთან ერთად, განთავსებულ უნდა იქნეს აფხაზურ ენაზე შესრულებული, ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი, შესაბამისი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის თანდართული ტექსტი (დანართი №3).

5. საქართველოში (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე დამატებით გაფრთხილებებთან ერთად, ნებაყოფლობითი წესით, შესაძლოა, განთავსებულ იქნეს ამ დადგენილების დანართი №4-ით გათვალისწინებული, ხოლო აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკისათვის დანართი №5-ით გათვალისწინებული შესაბამისი პიქტოგრამები.

6. თამბაქოს მწარმოებლებმა ან/და იმპორტიორებმა უნდა უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების და შესაბამისი პიქტოგრამების გამოყენება და როტაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 7. ტექნიკური პარამეტრები თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილებებისა და შემცველობის შესახებ წარწერებისათვის

თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილებები და შემცველობის შესახებ წარწერები უნდა აკმაყოფილებდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნებს და აგრეთვე შემდეგ ტექნიკურ პარამეტრებს:

ა) შესრულებულ უნდა იქნეს  ქართულ ენაზე, სტანდარტული ფონტით სილფაენი (Sylfaen), ხოლო აფხაზურ ენაზე - ფონტით Amra და იყოს გამუქებული;

ბ) ფონტი უნდა იყოს  მაქსიმალური ზომის, რათა წარწერამ სრულად დაიკავოს მისთვის გამოყოფილი ფართი, ამასთან არ ეხებოდეს შემომფარგვლელი ხაზების ან პიქტოგრამის კიდეებს;

გ) ქართული და აფხაზური წარწერების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, ტექსტების ფონტი უნდა იყოს ერთნაირი ზომის;

დ) ინტერვალები და ხაზებს შორის დაშორება უნდა იყოს სტანდარტული;

ე) განლაგება უნდა იყოს ცენტრალური სწორებით;

ვ) ქართული და აფხაზური წარწერების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, ქართული ტექსტის მომდევნო ხაზზე განთავსებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისი აფხაზური ტექსტი;

ზ) პიქტოგრამის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს და არ უნდა იკავებდეს სამედიცინო გაფრთხილების საერთო მოცულობის 50 პროცენტზე ნაკლებს;

თ) პიქტოგრამების გამოყენების შემთხვევაში, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შესაბამისი წარწერით უნდა განლაგდეს პიქტოგრამის იმ მონაკვეთზე შესაბამისი ზომით, დიზაინით და ტექნიკური პარამეტრებით, როგორც ეს მითითებულია ელექტრონულ ნიმუშში;

ი) პიქტოგრამების გამოუყენებლობის შემთხვევაში, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შესაბამისი წარწერით უნდა განთავსდეს დამატებითი გაფრთხილების წარწერის  ქვემოთ, 2 ხაზთაშორისი სივრცის ინტერვალის დაშორებით. საკუთრივ ტელეფონის ნომერი - იმავე სახის და ზომის ფონტით, ხოლო თანდართული ტექსტი - 2 სტანდარტული ერთეულით ნაკლები ზომის. ხაზების დაშორება და ინტერვალები უნდა იყოს სტანდარტული. წარწერები და ნომერი უნდა იყოს გამუქებული, მარჯვენა სწორებით, არ ეხებოდეს გაფრთხილების კიდეებს;

კ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შესაბამისი წარწერით უნდა განლაგდეს 2 ხაზზე, რომელთაგან პირველზე განთავსებულ იქნება ტექსტი „მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ:“, ხოლო მეორეზე - „116001“, ზარი უფასოა“.

 

მუხლი  8.  ტექნიკური პარამეტრების თამბაქოს ნაწარმის კოლოფსა და ბლოკზე განთავსებული პიქტოგრამებისათვის

თამბაქოს ნაწარმის კოლოფსა და ბლოკზე განთავსებული პიქტოგრამები უნდა აკმაყოფილებდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტების მოთხოვნებს და აგრეთვე, შემდეგ ტექნიკურ პარამეტრებს:

ა) პიქტოგრამები დაბეჭდილ უნდა იქნეს ელექტრონული ნიმუშის ორიგინალის შესაბამისად მთლიანად, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, პროპორციებში, ფერებში ან/და კომპოზიციაში. თამბაქოს მწარმოებლებსა და/ან იმპორტიორებს ელექტრონული ვერსიების ორიგინალს მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) პიქტოგრამის ზედა კიდე  განთავსებულ უნდა იქნეს კოლოფის ან ბლოკის ზედა კიდის პარალელურად;

გ) პიქტოგრამის გვერდითი და ქვედა კიდე უნდა ეხებოდეს შემომფარგვლელ ხაზებს;

დ) პიქტოგრამები უნდა დაიბეჭდოს 4 ფერში/-CMYK-/, მინიმუმ 150 ხაზით 2,5 სანტიმეტრზე (ერთ ინჩზე);

ე) უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ფერთა თანხვედრა ცდომის გარეშე.

 

მუხლი 9. საქართველოში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების ტექსტი და მისი განთავსების ტექნიკური პარამეტრები

1. თამბაქოს რეალიზაციის ადგილებში განთავსებულ უნდა იქნეს სამედიცინო გაფრთხილებები შემდეგი ტექსტით: „მოწევა კლავს“, „არასრულწოვანთათვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა აკრძალულია“, „მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა“.

2. სამედიცინო გაფრთხილების ტექსტი განთავსებულ უნდა იქნეს თამბაქოს რეალიზაციის ადგილებში თვალსაჩინოდ, არანაკლებ A4 ფორმატზე და აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ პარამეტრებს:

ა) ტექსტი განთავსებულ უნდა იქნას ერთმანეთისგან განცალკევებით ერთმანეთის მომდევნო ხაზებზე, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თანმიმდევრობით;

ბ) წარწერა შესრულებულ უნდა იქნეს თეთრ ფონზე შავი ასოებით, ან შავ ფონზე თეთრი ასოებით, სტანდარტული ფონტით სილფაენი (Sylfaen) და იყოს გამუქებული;

გ) ფონტი უნდა იყოს მაქსიმალური ზომის, რათა წარწერამ სრულად დაიკავოს მისთვის გამოყოფილი ფართი, ამასთან არ ეხებოდეს ფართის კიდეებს;

დ) ინტერვალები და ხაზებს შორის დაშორება უნდა იყოს სტანდარტული;

ე) განლაგება უნდა იყოს ცენტრალური სწორებით.

 

 

დანართი 2

 

საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განსათავსებელი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები ქართულ ენაზე

 

1.  ძირითადი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა)  მოწევა კლავს;

ბ)  მწეველები კვდებიან ადრე;

გ) მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფთ.

2. დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა) მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს;

ბ) მოწევა ავიწროვებს სისხლძარღვებს, იწვევს გულის შეტევებს და ინსულტს;

გ) მოწევა ორსულობის დროს აზიანებს თქვენს ნაყოფს;

დ) მოწევა იწვევს თამბაქოსადმი ძლიერი დამოკიდებულების განვითარებას, არ დაიწყოთ მოწევა;

ე) მოწევამ შესაძლოა შეასუსტოს სისხლის ნაკადი და გამოიწვიოს იმპოტენცია;

ვ) მოწევა მოქმედებს სპერმაზე და შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა; 

ზ) დაიცავით ბავშვები, ნუ აიძულებთ მათ ისუნთქონ თამბაქოს კვამლი;

თ) მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ნელი და მტანჯველი სიკვდილი;

ი) მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას.

3. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და თანდართული წარწერა: მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა.

 

დანართი 3

 

საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განსათავსებელი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები ქართულ და აფხაზურ ენებზე

 

1. ძირითადი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა) ATATЫН AХAРA AYACЫ l  DAШЬОИТ (მოწევა კლავს);

ბ) ATATЫН ИAХО ЗAAНAСЫ ДЫЬСYЕИТ (მწეველები კვდებიან ადრე);

გ) ATATЫН AХAРA ИШЕПЫРХАГОУР ИАРА УБАС ШАААИГААРА ИКОУ АУААГЬЫ ИРПЫРХАГОУП (მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფთ).

2. დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა) ATATЫН AХAРA  АРПХАКААРКЬЫВА ААНАГАР ЛАЛЩИТ (მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს);

ბ) ATATЫН AХAРA  АШЬАДАКАА РТШААРЕИ АГЕЫХЬИ АИНСУЛЬТИ ААНАГОИТ (მოწევა ავიწროვებს სისხლძარღვებს, იწვევს გულის შეტევებს და ინსულტს);

გ) АЦАААТАЫМРА ААН ATATЫН AХAРA   АЦААЛАШАА ИАПЫРХАГОУП (მოწევა ორსულობის დროს აზიანებს თქვენს ნაყოფს);

დ) ATATЫН AХAРA ATATЫН АХЬПШРА БАБАА АЕИАРА ААНАГОИТ. ATATЫН AХAРA  ШААЛАМГАН   (მოწევა იწვევს თამბაქოსადმი ძლიერი დამოკიდებულების განვითარებას, არ დაიწყოთ მოწევა);

ე) ATATЫН AХAРA АШЬА АУСУРА ИАПЫРХАГОУП УИ АИМПОТЕНЦИА ААНАГАР АЛШОИТ (მოწევამ შესაძლოა შეასუსტოს სისხლის ნაკადი და გამოიწვიოს იმპოტენცია);

ვ) ATATЫН AХAРA АВЬАЗ ИАНЫРУЕИТ ATATЫН ШААХОЗАР АХЕЫЧКАА ШАМОУР КАЛОИТ (მოწევა მოქმედებს სპერმაზე და შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა); 

ზ)  ИШАЫХЬЧА ШАХАЫЧКААЖ УРТ ATATЫН АЛСА ЛАГАСАРГАРАТАЫ ИКАШАЫМТСАН (დაიცავით  ბავშვები, ნუ აიძულებთ მათ ისუნთქონ თამბაქოს კვამლი);

თ)  ATATЫН AХAРA ИССАКЫМ АПОРА ЦАГЬА ААНАГАР АЛШОИТ (მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ნელი და მტანჯველი სიკვდილი);

ი) ATATЫН AХAРA ЗААНАТЦЫ ЩАСАА ПХАСТАНАТАОИТ (მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას).

3. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და თანდართული წარწერა: ATATЫН AХAРA ШААКАЫСЫРЦ АЗЫ ХАДАЕПСАДА АТЕЛ ШААС 116001 (მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა).

 

 

დანართი 4

 

 

დანართი 5