დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.140.016118 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს #18 დადგენილებაში ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, 08/08/2014, ს/კოდი 010260020.35.140.016105) და დანართის შესაბამისი მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
დებულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტი: ,,მუხლი 13. გამგეობის სტრუქტურული აგებულება 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის შექმნა ან /და გაუქმება, მათი დასახელებები, მათი ფუნქციები, სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და სტრუქტურული ერთეულების (სამსახურები) დებულებებით, რომელთაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“. დებულების მე-14 მუხლის მეორე პუნქტში სიტყვები ,,სამუშაო გეგმებისა“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თანამდებობრივი ინსტრუქციების“. დებულების მე-14 მუხლის მესამე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი: „დ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური.“. ამოღებულ იქნეს დებულების მე-14 მუხლის მეოთხე პუნქტი. დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: „ა) სტრუქტურული ერთეულის-ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კანონმდებლობის შესაბამისად ადამიანური რეურსების მართვა, საკადრო და საქმისწარმოების საკითხების მოწესრიგება; გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა გაერთიანებებთან გამგეობის ურთიერთობების ორგანიზება; ჯანდაცვის, სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და სხვა საკითხების სწრაფი და დროული გადაწყვეტის უზრუნველყოფა; გამგეობის ოფიციალურ ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; უზრუნველყოფს გამგებლის წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების და დავალებების სწრაფ და ეფექტურ შესრულებას, ახდენს წარმომადგენელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას და მათ წინაშე არსებული პროლემების დროულ გადაწყვეტას; მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის და საჯარო ინჯორმაციის მიწოდების წესების დაცვის უზრუნველყოფა; მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.“. დებულების მე-17 მუხლის სათაურსა და მე-5 პუნქტში სიტყვა ,,გამგეობის“ შეიცვალოს სიტყვით „გამგებლის.“. მე-17 მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ახდენს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ პირთა წინაშე არსებული პრობლემების დროულ აღრიცხვას და მათი ეფექტურად გადაწყვეტისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელებას. გამგეობის საქმიანობის საჯაროობას , გამჭვირვალობას და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას; დ) უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის სწორ და ეფექტიან წარმართვას. კოორდინაციას უწევს მოსახლეობას და გამგეობას შორის კომუნიკაციას, აუცილებელი ინფორმაციების დროულ აღრიცხვას და გაცვლას.“. გამგეობის დებულებიდან ამოღებულ იქნეს 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები