„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.174.016026
26
05/09/2014
ვებგვერდი, 11/09/2014
010250040.35.174.016026
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ. გორი

 

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 08/08/2014; 010250040.35.174.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მეექვსე პუნქტის „დ” ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მერისათვის თანხმობის მიცემა სესხის ან გრანტის აღების შესახებ”.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-13 მუხლის მეოთხე პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს  გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა-სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან.”

გ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 27-ე მუხლის მესამე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ბ” ქვეპუნქტი და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;

ბ) კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.”

დ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 47-ე მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნას ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას;”

ე) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 51-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე” ქვეპუნქტი და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნას და აუცილებელია მისი განხილვა საკრებულოს მიერ კანონით გათვალისწინებულ ვადების დაცვის მიზნით;

ბ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;

გ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;

დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით.

ე) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით.”

ვ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 98-ე მუხლის მე-13  პუნქტში შეტანილ იქნას ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი  კანდიდატი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორი  კანდიდატი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი, თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი, ტარდება ხელახალი არჩევნები.  თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.  თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი, მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს. მეორე ტურში კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება ხელახალი არჩევნები. თუ მეორე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ ”.

ზ) დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში 119-ე მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზოგადოებრივი დარბაზი მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით თვეში ერთხელ მაინც.”.

თ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მერის წარმომადგენლის ინიციატივით”.

ი) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 127-ე მუხლის მერვე პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დასახლების საერთო კრებას ვალდებულია ესწრებოდეს მერის წარმომადგენელი, ამ საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელიც ადგენს დასახლების საერთო კრების ოქმს და აცნობს მას კრების მონაწილეებს.”

კ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-10 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„დასახლების საერთო კრების ოქმი წაკითხული უნდა იქნეს დასახლების საერთო კრებაზე და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ხელს აწერენ კრებაზე დამსწრე მერის წარმომადგენელი, ამ დასახლებიდან არჩეული საკრებულოს წევრი,  საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი და კრების არა ნაკლებ ხუთი მონაწილე.”

ლ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 128-ე მუხლის მეორე პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოკითხვა ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.”

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე