დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.038.016400 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებით (სსმ, 010320010.22.038.016174, 23/05/2013) დამტკიცებულ №1 დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ შემდეგ საექიმო სპეციალობაში: საოჯახო მედიცინაში და შინაგან მედიცინაში (თერაპია), ზოგად ქირურგიაში, კარდიოლოგიაში, ნევროლოგიაში ან ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში. უპირატესობა მიენიჭება სახელმწიფო სერტიფიკატს საოჯახო მედიცინაში და შინაგან მედიცინაში (თერაპია).“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 №2 და №8 დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი-ფსიქიატრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი ფსიქიატრიაში; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.“. 3. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. 78-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი ქირურგიულ სტომატოლოგიაში ან თერაპიულ სტომატოლოგიაში, სასურველია ასევე სახელმწიფო სერტიფიკატი ორთოპედიულ სტომატოლოგიაში;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები