„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 24/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016264
141
05/09/2014
ვებგვერდი, 08/09/2014
360160000.22.023.016264
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №141

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებით (სსმ, ვებ-გვერდი, 29/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016208) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ე)  საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word -  ძალიან კარგად,   Excel,  Power Point, Outlook, Adobe Acrobat X Pro ,  Adobe Premiere Pro, Adobe Photoshop, Avid Liquid,  Avid Media Composer,  Nero, Ashampoo Burning Studio, Format Factory,  Xilisoft video converter, Power video converter,  Boilsoft Video Splitter,  Media info, Fraps , Tune Up Utilities 2014  - კარგად) ცოდნა”;

 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  ა) უმაღლესი განათლება;

 ბ) მუშაობის არანაკლებ  5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო  სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებში/პროექტებში ან არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება;

 გ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია), ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  (თავი I, II, III), ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №19 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების  ცოდნა;

 დ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა;

 ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word -  ძალიან კარგად, Excel,  Power Point, Outlook, Corel Draw Graphics Suite,  Adobe Illustrator , Adobe Premiere Pro, Adobe Potoshop CS,  Nero,  FileZila - კარგად) ცოდნა”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმაია ბითაძე