სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.168.016130
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34
03/09/2014
ვებგვერდი, 10/09/2014
010250020.35.168.016130
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/09/2014 - 10/08/2018)

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №34

2014 წლის 3 სექტემბერი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2  ნაწილის, ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილების  დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის N5 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი



დანართი №1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება ადგენს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2.  მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:

ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;

ბ) თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; შექმნას იმის შესაძლებლობა მოსახლეობამ და იურიდიულმა პირებმა შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველობის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; ასევე, უზრუნველყოს  თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება;

გ)  მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ სიახლეების ოპერატიულად გამოქვეყნება;

დ) თვითმმართველობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე მოვლენების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის  ოპერატიული გამოქვეყნება;

ე)   სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროაქტიური წესის თანახმად,  აღნიშნულ წესს დაქვემდებარებული ყველა ინფორმაციის გამოქვეყნება.

3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.signagi.com.ge.

მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესახებ დამუშავებულ ინფორმაციას ვებ-გვერდზე განსათავსებლად ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:

ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;

ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;

გ) ინფორმაციის განთავსებას;

დ)  ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას   საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლისათვის.

ე)  ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.

3. საკრებულოს და გამგეობის მიმართვა ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.

მუხლი 3. ინფორმაციის წყაროები,  კატეგორიები და სტატუსი
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებ-გვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

ბ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;

გ) თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;

დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;

ე)  საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.


მუხლი 4. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებ-გვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ადმინისტრაციული სამსახური.

მუხლი 5. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა :
1. ვებგვერდზე (ზედა მენიუ) განთვსდება მთავარი გვერდი (ახალი ამბები), მუნიციპალიტეტის  შესახებ (სიმბოლიკა, სტატისტიკა, მოსახლეობა, დასახლებები), ისტორია/გეოგრაფია,  გალერეა (ფოტო/ვიდეო), ბმულები და კონტაქტები.
2. ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებები და ქვეგანყოფილებებია:

ა)  გამგეობა:

ა.ა) დებულება;

ა.ბ) გამგებელი;

ა.გ) გამგებლის მოადგილეები;

ა.დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები.

ბ) საკრებულო:

 ბ.ა)   დებულება(რეგლამენტი;)

ბ.ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);

ბ.გ)  საკრებულოს წევრები; საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის სხდომის ოქმები);

ბ.დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები);

ბ.ე) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება; ფრაქციის შემადგენლობა; ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები);

ბ.ვ)  საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმები, ბიუროს სხდომის ოქმები);

ბ.ზ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის სტრუქტურა.

 გ)  საჯარო ინფორმაციის გვერდი:

გ.ა)   საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი (ტელეფონი, თანამდებობა,  e.mail);

გ.ბ)  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმითმოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების წესი;

გ.გ) პროაქტიურ გამოქვეყნებას დაქვემდებარებული საჯარო ინფორმაციები.

დ)  თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები:

დ.ა)  გაერთიანების წესდება;

დ.ბ) გაერთიანების ადმინისტრაცია.

 ე)  მაჟორიტარი დეპუტატი:

ვ) ბიუჯეტი:

ზ) განათლება:

ზ.ა) რესურსცენტრი;

ზ.ბ) საჯარო სკოლები;

ზ.გ)  კერძო სკოლები;

ზ.დ)  სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები.

თ) კულტურა, სპორტი:

თ.ა) კულტურის სახლები;

თ.ბ) ანსამბლები;

თ.გ) ძეგლები, ღირსშესანიშნაობები;

თ.დ) მუზეუმები, ბიბლიოთეკები.

ი) ჯანდაცვა და სოციალური სფერო:

ი.ა) ჯანდაცვის ობიექტები;

ი.ბ) სოც. პროგრამები (გაცემის წესი);

ი.გ) სოც. სააგენტო.

კ) ინფრასტრუქტურა:

ლ) სოფლის მეურნეობა:

მ) ტურიზმი:

მ.ა) სასტუმროები (კერძო, საოჯახო);

მ.ბ) რესტორნები;

მ.გ) ტურისტური მარშრუტი.

ნ) რელიგია:

ო) საზოგადოება:

 ო.ა) არასამთავრობოები;

 ო.ბ) პარტიები.

პ) მართლწესრიგი:

პ.ა) პროკურატურა;

პ.ბ) პოლიცია;

პ.გ) სასამართლო;

პ.დ) ადვოკატურა.

ჟ) კანონმდებლობა:

 რ) ვაკანსიები: