„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3880
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 22/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 170.000.000.05.001.002.448
  • Word
3880
08/12/2006
სსმ, 48, 22/12/2006
170.000.000.05.001.002.448
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №012, 31.05.96, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სანოტარო ბიუროთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრი და სამოქმედო ტერიტორია

1. სანოტარო ბიუროთა ერთიან სახელმწიფო რეესტრს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. ნოტარიუსთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.

3. თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი კვირის ვადაში ნოტარიუსი განსაზღვრავს და ნოტარიუსთა პალატას აცნობებს თავის სამოქმედო ტერიტორიას. სამოქმედო ტერიტორიის შეცვლის შემთხვევაში ნოტარიუსი წინასწარ აცნობებს აღნიშნულის თაობაზე ნოტარიუსთა პალატას.“.

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება

1. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც დააკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად ფიზიკური პირი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარადგენს განცხადებას და ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

3. გადაწყვეტილება ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

4. გადაწყვეტილება ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თანამდებობაზე დანიშვნისას ნოტარიუსს ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა.“.

4. მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნოტარიუსს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. ნოტარიუსი ვალდებულია ჰქონდეს ანგარიში ბანკში. მას უფლება აქვს სამუშაოზე აიყვანოს და გაათავისუფლოს მუშაკები შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს ჩატარებული სანოტარო მოქმედებისათვის მიღებული შემოსავალი. ნოტარიუსს შეუძლია თავის სამოქმედო ტერიტორიაზე გახსნას ერთი ან რამდენიმე ბიურო და ამის შესახებ აცნობოს ნოტარიუსთა პალატას.

2. ორ ან მეტ ნოტარიუსს, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ საერთო სამოქმედო ტერიტორია, შეიძლება ჰქონდეთ საერთო ბიურო. ნოტარიუსთა უფლებები და მოვალეობები საერთო ბიუროს მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. საერთო ბიუროში თითოეული ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის.“.

5. 41-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 45. სანოტარო მოქმედების ქვემდებარეობა და შესრულების ადგილი

სანოტარო მოქმედება შეიძლება პირის თხოვნით შეასრულოს ნებისმიერმა ნოტარიუსმა.“.

7. 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონით დადგენილ შემთხვევაში ან მხარეთა შეთანხმებით გარიგების დადასტურების დროს ნოტარიუსი ამოწმებს გარიგების მონაწილე პირთა უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას.“.

8. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას და სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით; თუ გარიგების ან სხვა დოკუმენტის ხელმოწერას ნოტარიუსი არ დასწრებია, ხელმომწერმა პირადად უნდა დაადასტუროს, რომ ხელმოწერა მას ეკუთვნის.“.

9. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს მთავრობამ სამემკვიდრეო საკითხებზე ერთიანი სანოტარო რეესტრის შექმნის მიზნით 2007 წლის 1 მარტამდე წარმოადგინოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის პროექტი.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებისა, ამოქმედდეს ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი, მე-7 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2007 წლის 15 მარტიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 8 დეკემბერი.

№3880–IIს