„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 534
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010130000.10.003.018154
534
04/09/2014
ვებგვერდი, 04/09/2014
010130000.10.003.018154
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №534

2014 წლის 4 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში (www.matsne. gov.ge, 03/07/2014, 010130000.10.003.018046) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლს ,,გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“  ქვეპუნქტი:

,,გ1) საქართველოს ინტერესთა სექცია - ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია;“.

  2. მე-2 მუხლის ,,დ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,დ)  საკონსულო თანამდებობის პირი – „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საკონსულო ფუნქციებს;“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. დასაბრუნებელი მოწმობის გამცემი ორგანოები

1. დასაბრუნებელი მოწმობის გამცემი ორგანოებია:

ა) დიპლომატიური წარმომადგენლობა;

ბ) საკონსულო დაწესებულება;

გ) საქართველოს ინტერესთა სექცია;

დ) საკონსულო დეპარტამენტი, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, იმ სახელმწიფოში, რომელშიც არ ფუნქციონირებს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან საქართველოს ინტერესთა სექცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დასაბრუნებელ მოწმობას გასცემს საკონსულო დეპარტამენტი ან ერთ-ერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ან საქართველოს ინტერესთა სექციის საკონსულო თანამდებობის პირი.“.

4. მე-13  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა საკონსულო დეპარტამენტის მიერ

1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საკონსულო დეპარტამენტის მიერ დასაბრუნებელი მოწმობა შეიძლება გაიცეს ამ დებულების მე-4 მუხლის „ა“-„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი იმყოფებიან უცხო ქვეყანაში, სადაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან საქართველოს ინტერესთა სექცია ან/და როდესაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში არის საგანგებო სიტუაცია.

2. საკონსულო დეპარტამენტის მიერ დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ამ დებულების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური  სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრები და როდესაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში არის საგანგებო სიტუაცია, განურჩევლად ადგილსამყოფელ ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ან საქართველოს ინტერესთა სექციის არსებობისა.“.

5. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. განცხადება დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში, საქართველოს ინტერესთა სექციაში ან საკონსულო დეპარტამენტში შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც პირადად, აგრეთვე, ფოსტის მეშვეობით. ფოსტის მეშვეობით წარდგენილ განცხადებაზე განმცხადებელს  პასუხი ეგზავნება, ასევე ფოსტით.“.

6. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში, საქართველოს ინტერესთა სექციაში ან საკონსულო დეპარტამენტში, საიდანაც აღნიშნული დოკუმენტები ეგზავნება განცხადების/შუამდგომლობის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი