„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.168.016126
29
03/09/2014
ვებგვერდი, 10/09/2014
010250020.35.168.016126
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2014 წლის 3 სექტემბერი

ქ. სიღნაღი

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების  შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №18 დადგენილების №1 დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტში  შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 2. გამგეობის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები

1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.“

2. დაემატოს 31 მუხლი:

მუხლი 31. გამგეობის ბეჭედი, შტამპი და ბლანკი

1. გამგეობას აქვს საკუთარი გერბით და დასახელებით შედგენილი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი.

2. გამგეობის ცალკეული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაძლებელია დამატებით დაიშვას ერთი ან რამდენიმე ბეჭედი და შტამპი, აგრეთვე ბლანკიც, რომელთა არსებობა, აღწერილობა და გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) დებულებით (დებულებებით).“

3. მე-14 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

მუხლი 14. გამგებლის წარმომადგენელი

1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

3. გამგებლის წარმომადგენელი:

ა) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.

დ) უზრუნველყობს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;

ე) უზრუნველყობს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას გამგეობაში;

ვ) უზრუნველყობს გამგეობის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;

ზ) უზრუნველყობს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან;

თ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით.

4. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი (ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებით), შტამპი და ბლანკი.

5. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი