„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016175
40
03/09/2014
ვებგვერდი, 10/09/2014
010260020.35.108.016175
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №40

2014 წლის 3 სექტემბერი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

      საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, 

     სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


1. „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში (ვებგვერდი, 01/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  ა)  დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 1. გამგეობა

 1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული  დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი.

 2. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება გამგეობის   შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით;”;

 ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „3. გამგებლის არჩევა, გამგეობის თანამდებობის პირების დანიშვნა, გამგებლის გადაყენება, გამგეობის  თანამდებობის პირების უფლებამოსილებების შეჩერება და  შეწყვეტა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ დებულებით.“;

  გ) დებულების მე-6 მუხლის „ა.ბ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;”;

  დ) დებულების მე-6  მუხლის  „გ.ვ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

  ე)  დებულების მე-6  მუხლს დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე1) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში  დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი;“;

  ვ) დებულებას დაემატოს 6მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 61. საქონლის ადგილწარმოშობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი.

  1. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის სახელით.

2. სენაკის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი