დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016853 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ხელოვნების მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის უფლების მოპოვება ხდება შესაბამისი კონკურსის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ტესტირების ჩაბარების საფუძველზე.“. 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტს, რომელიც სწავლის გაგრძელებას აპირებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე.“. 3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. ხელოვნების მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვის თავისებურებანი 1. აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ ხელოვნების მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლა, ტესტირების ჩაბარებამდე შეიძლება გაიარონ კონკურსი შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. 2. ხელოვნების მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობის მიღება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის გავლის სავალდებულოობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულება. 3. დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ტესტირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, გაუგზავნოს ცენტრს. კონკურსის შედეგების შესახებ ცენტრს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის დასახელება; გ) აპლიკანტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი; დ) კონკურსზე მიღებული ქულა; ე) ცენტრის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.“. 4. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. სახელოვნებო მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე რანჟირების დოკუმენტში აპლიკანტის გადანაწილება ხდება ამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში აპლიკანტის მიერ მიღებული შედეგის გათვალისწინებით.“. 5. 24-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი: ,,მუხლი 241. ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მიღებული ქულების მოქმედების ვადა 1. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ტესტირების საფუძველზე ვერ ჩაირიცხება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე უფლება აქვს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულები შეინახოს და გამოიყენოს მხოლოდ ერთხელ ცენტრის მიერ ორგანიზებული მომდევნო ტესტირების მიზნებისთვის. აპლიკანტთა რანჟირება განხორციელდება შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით. 2. ქულის შენახვის მიზნით ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე აპლიკანტი რეგისტრირდება სარეგისტრაციო ცენტრში. სარეგისტრაციო ცენტრი რეგისტრაციას უზრუნველყოფს ცენტრის წარდგინებით სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში. 3. აპლიკანტი ქულის შენახვის მიზნით სარეგისტრაციო ცენტრში ავსებს განაცხადს, რომელშიც მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) აპლიკანტის სახელი; ბ) აპლიკანტის გვარი; გ) აპლიკანტის პირადი ნომერი; დ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პირველადი საფეხურის/საფეხურების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები, სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება; აპლიკანტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლის შესაბამისი საერთო ტესტის ტიპი და შესაბამისი საგანი/საგანთა ჯგუფი აქვს ჩაბარებული; ვ) ცენტრისა და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია. 4. სარეგისტრაციო ცენტრი ვალდებულია რეგისტრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა აპლიკანტების განაცხადები გადააგზავნონ ცენტრში. 5. აპლიკანტს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე ამ დებულებით დადგენილი წესით და სცადოს გააუმჯობესოს წინა ტესტირებაზე მიღებული შედეგები. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ განმეორებითი ტესტირების დროს მიღებული შეფასებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უფრო დაბალია, ვიდრე ადრე მიღებული შედეგები.“. 6. 301 მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: ,,101. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ექსპერტთა გუნდის მიერ შეფასებული არ არის ან/და სწავლას აგრძელებს სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები