დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 03/09/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.109.016110 |
|
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის შესაბამისად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/07/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.109.016103) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-6 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტში ამოღებულ იქნას ,,და" კავშირი, დაემატოს ,,გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. აპარატის სტრუქტურული ერთეულები აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საორგანიზაციო საკითხთა, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება; ბ) იურიდიულ საკითხთა და საქმის წარმოების განყოფილება; გ) საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება;“. 2. დაგენილების მე-7 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. საორგანიზაციო საკითხთა, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება საორგანიზაციო საკითხთა, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება: ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; ბ) ორგანიზებას უწევს სხდომებზე პირთა მოწვევას, გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას, ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას და ხმების დათვლას; გ) ორგანიზებას უწევს თანამდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას; დ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან; ე) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას გამგეობასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას, თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ზ) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს ოფიციალური დელეგაციების მივლინებას; თ) ახდენს ჟურნალისტების აკრედიტაციას, უზრუნველყოფს მათ დასწრებას საკრებულოს ორგანოების სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას და საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას; ი) ორგანიზებას უწევს პრეს-კონფერენციების, ბრიფინგების და ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას; კ) ორგანიზებას უწევს სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას; ლ) ახდენს საკრებულოს ორგანოების, თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს; მ) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას; ნ) უზრუნველყოფს საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელის ადმინისტრირებას; ო) უზრუნველყოფს საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელისთვის ინფორმაციების მოძიებას; პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 3. დადგენილებას დაემატოს მუხლი 81 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 81. საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება: ა) უზრუნველყოფს ფინანსური სახსრების, მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვას და ანალიზს; ბ) ადგენს საკრებულოს შენახვის ხარჯებს; გ) ახორციელებს საკრებულოსა და აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვას; დ) ახორციელებს საკრებულოს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, ბიუჯეტით გათვალისიწნებული ხარჯების დაგეგვმასა და მოთხოვნათა წარდგენას; ე) აპარატის უფროსთან შეთანხმებით წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს თავმჯდომარეს აპარატის საჯარო მოსამსახურეების წახალისებაზე ან დიციპლინურ პასუხისმგებლობის ზომების შეფარდებაზე; ვ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; ზ) ახორციელებს საკრებულოს თანანმდებობის პირების, აპარატის მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფას; თ) უზრუნველყოფს საკრებულოს ინვენტარისა და მატერუიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლასა და დაცვას. ი) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის უფლებამოსილების განოხორციელებისათვის საჭირო მომსახურების, საქონლისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღმასრულებელი ორგანოსთვის წარსადგენად.”. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დოკუმენტის კომენტარები