დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.176.016022 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/09/2014 - 01/06/2015)
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი
ასიგნებების გადანაწილების წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების
გადანაწილების წესი |
1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი, ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს;
2. სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხების ოდენობა და მიზნობრიობა განისაზღვროს მერის ბრძანებით, რომლის საფუძველზე თანხის გამოყოფას ახორციელებს საფინანსო ორგანო. 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება გახორციელდეს მორიგი ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას, მაგრამ არაუგვიანეს წლის დასრულებამდე. 4. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი. 5. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერს დაერთოს ნება დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად განახორციელოს: ა) შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს; ბ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ბიუჯეტით დამტკიცებული შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით (მათ შორის პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება), განახორციელოს ცვლილებები ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები