„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 530
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240060.10.003.018149
530
03/09/2014
ვებგვერდი, 03/09/2014
010240060.10.003.018149
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №530

2014 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტისა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. შრომითი, სასწავლო, ოჯახის გაერთიანების მიზნით და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვების მიღების მიზნით, განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 210 ლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 210 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 120 ლარი;

გ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 210 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი.“;

ბ) 23-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 პუნქტი:

„231. სპეციალური ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით, განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში გაცემისთვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.“;

გ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. მუდმივი ცხოვრების და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვების მიღების მიზნით, განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 180 ლარი;

ბ) 20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 180 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 120 ლარი.“;

დ) 25-ე და 26-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. უცხოელისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისათვის:

ა) მომსახურების საფასური 50 ლარია;

ბ) მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება:

ბ.ა) ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც ექიმის დასკვნით, უცხოელის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას;

ბ.ბ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას, უცხოელი იძულებული ხდება გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 5 დღეზე მეტი ხნით;

ბ.გ) თუ საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების ინიციატორი საქართველოს სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განაცხადების/განცხადებების საფუძველზე, ამ დანართის მე-2 მუხლის მე‑4, მე‑7, მე-15 ‑ 23-ე, 24-ე, 27‑ე, მე‑40 და 41‑ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის საფასურები გადაიხდევინება იმავე პუნქტებით გათვალისწინებული განაკვეთებით.“.

3. მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-15 - 23-ე, 24-ე და 27‑ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების მიღების შესახებ განაცხადების/განცხადებების განუხილველად დატოვების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს გადახდილი მომსახურების საფასუ­რი არ დაუბრუნდება.“.

5. მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი