დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-59/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 03/09/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016286 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 18/07/2014, 470230000.22.035.016280) შეტანილ იქნეს ცვლილება: |
1.
ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის (მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესი): |
ა)
მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის („საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება) ფარგლებში, პროგრამით გათვალისწინებული ქიმიოთერაპიული პრეპარატების გაცემა აფთიაქიდან პაციენტზე ხორციელდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელსა და სააფთიაქო დაწესებულებას შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ანგარიშსწორების წესის საფუძველზე, ფორმა №3 რეცეპტის გამოყენების გარეშე.“; |
ბ)
მე-3 მუხლის: |
ბ.ა)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რეცეპტის A განყოფილებაში სავალდებულოა შეივსოს: ა) სამედიცინო დაწესებულების დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) რეცეპტის გამომწერი ექიმის სახელი, გვარი; გ) პაციენტის სახელი, გვარი, ასაკი; დ) რეცეპტის გამოწერის თარიღი; ე) გამოწერილი ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება, ფორმა, დოზა, რაოდენობა და მიღების წესი; ვ) რეცეპტის მოქმედების ვადა.“; |
ბ.ბ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რეცეპტში დამატებით შესაძლებელია მიეთითოს რეცეპტის გამომწერი ექიმის და პაციენტის პირადი ნომრები (პ/ნ), ასევე, რეცეპტის გამომწერი ექიმის და/ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და/ან მისამართი).“;
|
ბ.გ)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. რეცეპტზე ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება გენერიკული დასახელებით (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, დამატებით მიეთითოს სავაჭრო დასახელებაც). არაგენერიკული და კომბინირებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება სავაჭრო დასახელებით.“. |
გ)
მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეცეპტი, რომელიც არ იძლევა პაციენტისათვის საჭირო ფარმაცევტული პროდუქტის და/ან რეცეპტის გამომწერის განსაზღვრის საშუალებას, მიიჩნევა გაუქმებულად და აფთიაქში მისი წარდგენისას ფარმაცევტული პროდუქტი არ გაიცემა. ასეთი რეცეპტი გადაიხაზება, მიეთითება გაუცემლობის მიზეზი და უბრუნდება პაციენტს.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 (ფორმა №3 რეცეპტის ბლანკის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ფორმა №3 რეცეპტის ბლანკის ფორმები (მიმოქცევაში ყოფნის მიუხედავად), ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ ბრძანების მიზნებისათვის. |
მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები