დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016200 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/09/2014 - 28/04/2017)
|
თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ადგენს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს; 2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის. ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; გ) საშუალების მიცემა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველი ერთეულის ორგანოებს და თანამდებობის პირებს თვითმმართველ ერთეულში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; დ) თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების უზრუნველყოფა. 3. თელავის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ოფიციალური მისამართია telavi-temi.ge. მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. 2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; გ) ინფორმაციის განთავსებას; დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას შესაბამისი ადრესატისათვის; ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან. 3. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისათვის. მუხლი 3. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი 1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება, იგი საჯარო და უსასყიდლოა. 2. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 3. ვებგვერდის შევსების წყაროებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები; დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები; ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები. 4. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) მუდმივი (ყოველდღიური); ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური); გ) ერთჯერადი. მუხლი 4. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები და ორგანიზაციები ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით. 2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ადმინისტრაციული სამსახური. 3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია: ა) მუდმივად განახლებადი – ყოველი დღის 13.00 სთ; ბ) ყოველკვირეული – ყოველი სამშაბათის 13.00 სთ; გ) ყოველთვიური – ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა 1. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა მოიცავს: მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების, ჩატარებული ტენდერების, აუქციონების, საჯარო ინფრომაციის, მუნიციპალიტეტში მომხდარი სიახლეებისა და სხვა ინფორმაციის შესახებ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები