დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.163.016197 |
|
„თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილებები „თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №13 დადგენილებაში და თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი (ცვლილებები)
|
თავი I
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6803,3 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1515,9 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4671,4 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 616,0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 7. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4428,8 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3030,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3225,23 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 195,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 655,7 ათასი ლარის ოდენობით მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 779,1 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 123,4 ლარის ოდენობით. მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 26,7 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 63.3 ათ.ლარი მიიმართოს: ა) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 58,8 ათ. ლარი; ბ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4,5 ათ. ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თელავის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვა, მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შენარჩუნება და განახლება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორცილედება გარე-განათების, წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების არსებულის მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. ბ.ა) ბინათმშენებლობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლის სახურავების შეკეთებისათვის. ბ.ბ) სოფლად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლით უკეთ მომარაგების მიზნით საჭირო ხდება ჭაბურღილების მოვლა-პატრონობა, დაზიანებული და მოძველებული სასმელი წყლის სისტემების და სათავე ნაგებობების მოვლა-პატრონობა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. ბ.გ) გარე-განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე-განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია და შეძლებისადგვარად ახალი კვანძების მოწყობა. ბ.დ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება. ბ.ე) სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყალდიდობებისაგან დამცავი ნაგებობების მშენებლობა-ექსპლოატაციის ხარჯების დაფინანსება. ბ.ვ) კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას. გ) სოფლის მხადარჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებები ითვალისწინებს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის მატერიალური, ყოფითი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროგრამით გათვალისწინებული თანხა მოხმარდება ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას, და/ან გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას. თელავის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 16 ბაგა-ბაღი : სოფ.აკურის ბაგა-ბაღი, სოფ. ვანთის ბაგა-ბაღი, სოფ. ბუშეტის ბაგა-ბაღი, სოფ. ქვ.ხოდაშნის ბაგა-ბაღი, სოფ. წინანდლის ბაგა-ბაღი, სოფ. კონდოლის ბაგა-ბაღი, სოფ. კისისხევის ბაგა-ბაღი, სოფ. გულგულის ბაგა-ბაღი, სოფ. ვარდისუბნის ბაგა-ბაღი, სოფ. ყარაჯალის ბაგა-ბაღი, სოფ. რუისპირის ბაგა-ბაღი, სოფ. იყალთოს ბაგა-ბაღი, სოფ. სანიორის ბაგა-ბაღი, სოფ. თეთრწყლების ბაგა-ბაღი, სოფ. ფშავლის ბაგა-ბაღი, სოფ. ლაფანყურის ბაგა-ბაღი, სოფ. ართანის ბაგა-ბაღი, სოფ.კისისხევის ბაგა-ბაღი, რომლებიც გაერთიანებულები არიან და შედიან ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანება“-ში. ერთ-ერთ პრიორიტეტს ბაგა-ბაღებში წარმოადგენს აღმზრდელების გადამზადების საკითხი, აგრეთვე ბაღში ჰიგიენური პირობების მკაცრად დაცვა, რაც უპირველესია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისათვის. სასწავლო-სააღზრდელო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფრასტრუქტურის განახლებას. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სპორტის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, მონაწილეობის მიღება რესპუბლიკურ ღონისძიებებზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურის ობიექტების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა, წიგნადი ფონდის განახლება, კულტურული დაწესებულებებისათვის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, კულტურული ღონისძიების ხელშეწყობა, ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მოედნების მოწყობა, აღნიშნული პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და სხვადასხვა სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელბისთვის. ა.ა) სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 2 ხელოვნურსაფარიანი მინიმოედნების მოვლა-შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯების დაფინანსება. აღნიშნული პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და სხვადასხვა სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელებისთვის. ა.ბ) სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი სპორტული მოედნების მოწყობა. აღნიშნული პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და სხვადასხვა სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელებისთვის. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო ორგანიზაციებში კრეატიული აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობას, ხალხური შემოქმედების, ფოლკლორული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. სათანადო მომზადებას და შემოქმედებითი კონცერტების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მოსწავლეთა მზადებას და მონაწილეობას ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალებსა და კონკურსებში; მოზარდებში გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას; გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებსა, მოსწავლეთა ხელოვნების საფუძვლების ზიარებას. მატერიალურ - ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. სხვადასხვა სახალხო და რელიგიური დღესასწაულების ჩატარება. აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ქართული ფოლკლორული ხელოვნების და ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებას. ბ.ა) სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო ორგანიზაციებში კრეატიული აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობას, ხალხური შემოქმედების, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. სათანადო მომზადებას და შემოქმედებითი კონცერტების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მოსწავლეთა მზადებას და მონაწილეობას ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალებსა და კონკურსებში; მოზარდებში გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას; გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებას, მოსწავლეთა ხელოვნების საფუძვლების ზიარებას. მატერიალურ - ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად ფუნქციონირებს ააიპ - წინანდლის სამუსიკო სკოლა, ააიპ რუისპირის სამუსიკო სკოლა, ააიპ - აკურის სამუსიკო სკოლა. ბ.ბ) ააიპ საბიბლიოთეკო გაერთანება (პროგრამული კოდი 05 02 01) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ააიპ „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება“, ორგანიზაციის მეშვეობით საზოგადოებას ეძლევა საშუალება მუდმივად გაეცნოს და მიიღოს ინფორმაცია მისთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე. ბ.გ) ააიპ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია ააიპ „კულტურის ცენტრი“, რომელშიც გაერთიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 4 კულტურის სახლი, რომლებიც მრავალი სხვადასხვა ადგილობრივი კულტურული ღონისძიების განმახორციელებელია (სხვადასხვა სოფლის დღესასწაულები, შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება და სხვა). გ) ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდობის ჩართულობას სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაში (ლაშქრობები, ექსკურსიები, და ა.შ.). პროგრამის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა სპორტული ტურნირები და ღონისძიებები, სადაც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი სპორტული და მოყვარულთა გუნდები. დ) ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მწერალთა ორგანიზაციების ხელშეწყობა. ე) ძეგლთა დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 06) პროგრამის ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობს კულტურული და ისტორიული ძეგლების აღრიცხვა-პასპორტიზაცია და თანამშრომლობა შესაბამის ორგანიზაციებთან. ახლად აღმოჩენილ ისტორიულ ძეგლებზე ინფორმაციის მოძიება და მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის, მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და სოციალური სფეროს დაფინანსება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა) ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც მიმართულია ადამიანის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლისა და გაუმჯობესებისაკენ. პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის ყველა ფენისათვის იმ შეგნების ჩანერგვას, რომ აუცილებელია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის გზით. ამ პროგრამის მთავარი მიზანი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის მიღწევა და მოსახლეობაში ჯანმრთელი კონტიგენტის ხვედრითი წონის მატებაა. აგრეთვე მისი მიზანია ადამიანთა ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და შესაბამისად კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით. ბ) სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთათვის, მარჩენალდაკარგულთათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა ახალშობლითა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ერთჯერად ასევე ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას, რაც ნაწილობრივ აისახება მათ სოციალურ მდგომარეობაზე. სოციალურად დაუცველ პირთა ზრუნვა, პირველადი სამედიცინო მომსახურება, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები. ბ.ა) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ომში დაღუპულთა და დაინვალიდებულთა მცირეწლოვან შვილებზე ყოველთვიურ ფულად დახმარებას. ბ. ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალშობილთა (I და II ბავშვზე 50 ლარის ოდენობით) და III, IV (III ბავშვზე - 150 ლარი, IV ბავშვზე - 200 ლარი და ა.შ.) და მეტი ბავშვის დაბადებისას ოჯახების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას და, აგრეთვე, მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც 18 წლამდე ოთხი და მეტი ბავშვია ყოველთვიურად მიიღებენ ფინანსურ დახმარებას. ბ.გ) სოციალურად დაუცველ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ეკონომიურად გაჭირვებული ოჯახების შერჩევას და ისინი ქვეპროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანადაფინანსებით ფინანსდებიან. აგრეთვე ფინანსდებიან ის სოციალურად გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ერთიან ბაზაში და თუ გარკვეულ დაავადებას ან გამოკვლევას სადაზღვევო კომპანიები ვერ აფინანსებენ. ქვეპროგრამით ხორციელდება აგრეთვე საერო და რელიგიურ დღესასწაულებზე სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ან საჩუქრების გადაცემას (მრავალშვილანი დედები, უდედმამო ბავშვები, 100 წელს გადაცილებული მოხუცები, 9 აპრილს დაზარალებულები, ინვალიდი ბავშვები, ომის მონაწილეები, სამაჩაბლო-აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახები, დევნილები და სხვა). ბ.დ) სამამულო ომის მონაწილეთა, ლტოლვილთა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის დახმარების პროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს გარდაცვლილი სამამულო ომის მონაწილეების და სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დაკრძალვის ხარჯების გაღებას. თითოეული გარდაცვლილის ოჯახზე 250 ლარის ოდენობით, ხოლო გარდაცვლილი დევნილის და უპატრონო მიცვალებულის დასაკრძალად 200 ლარის ოდენობით. პროგრამის მიზანია აღნიშნული ოჯახებისათვის თანაგრძნობის გამოხატვა და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის შესაბამისი პატივის მიგება. ბ.ე) მოქალაქეთა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 08) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა უფასოთ გადაადგილებისათვის გამოყოფილია ტრანსპორტი, რომელთა საშუალებითაც მთელი წლის განმავლობაში ისეთ სოფლებში სადაც არ ხდება ტრასნპორტის რეგულარული მოძრაობა, შესაძლებელი გახდეს შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილება. თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები