დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016292 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 120340000.22.026.016181, 30/04/2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის განყოფილება; ბ) საბრძოლო მზადყოფნის სტატუსისა და ანალიზის განყოფილება;’’; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის განყოფილება - სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, უზრუნველყოფს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ჯარების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელებას, ინსპექტირების გეგმების შემუშავებას და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების მონაცემთა ბაზის შექმნას. 3. საბრძოლო მზადყოფნის სტატუსისა და ანალიზის განყოფილება - საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, უზრუნველყოფს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შეფასებას და ანალიზს, საბრძოლო მზადყოფნის შეფასებისა და ანალიზის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას.’’. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები