„ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.147.016065
15
01/09/2014
ვებგვერდი, 09/09/2014
190020020.35.147.016065
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,   ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 25/12/2013; 190.020.020.35.147.016.049) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების ანოტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, ასევე 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის  შესაბამისად, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. ზამთრის სეზონისათვის ერთჯერად, კომპაქტურ ჩასახლებებში (სოფლებში: სკრა, თელიანი, მეტეხი, ხურვალეთი, საქაშეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წინამძღვრიაანთკარი (ტელევიზიის დევნილთა ჩასახლება)),თითოეულ კოტეჯზე, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც  რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში  და  არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა,  დაფინანსებას მიიღებენ 200 ლარის ოდენობით“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. გადაწყვეტილების მიღება

სოციალური დახმარების გაცემის შესახებ სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბრძანებით“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი